• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ COVID-19-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა დააბრალო ხელისუფლებას და ექიმებს?!”

ალია ავტორი - ალია
01:42 06-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თენგიზ ცერცვაძე „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება.

„ა.წ. 20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები?! COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით (რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ), მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში და სთავაზობენ მათ, რომ სერიოზული თანხის (10 ათასი ლარი) სანაცვლოდ თანხმობა განაცხადონ იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს?!

წლების მანძილზე მე სხვადასხვა ტელევიზიებისგან, მათ შორის იგივე „მთავარი არხისგან“ სხვადასხვა დროს უამრავი ტყუილ-მართალი მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ ამ განცხადებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ COVID-19-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა (და ისიც ამ გზით) დააბრალო ხელისუფლებას და ექიმებს?! რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად და ქვეყანას, რომელსაც მთელს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს, თან იმდენად ცოტა, ვინმემ მართლა რომ მოინდომოს ამ გზით გარდაცვლილთა რაოდენობის საშუალო ევროპულ დონემდე გაზრდა, ამისთვის „მთავარი არხის“ ტარიფით – 10 ათასი ლარი ერთ მიცვალებულზე, რამოდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება. ესეც რომ არ იყოს, გაუგებარია, რაში აწყობს ხელისუფლებას არჩევნების გადადება და ისიც ასეთი გზით, მაშინ როცა ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ახლა აქვს, რაშიც თავისი მცირე წვლილი COVID-19-ის პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამაც შეიტანა.

მახსენდება კონცეპცია, რომელსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ – „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“, მაგრამ ვფიქრობ, თვით ჰიტლერის და ჰებელსისფანტაზია ასე შორს ვერ წავიდოდა.

ვინც ამ სიუჟეტს უყურა, ყველა ნახავდა, თუ რა ტრაგიკომიკურადგამოიყურებოდა მისი ყველა მონაწილე, „ექსპერტების“ ჩათვლით, რომლებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ თუ რამხელა ტყუილს ამბობდნენ. იმ პოლიტიკოსებისაც არ მესმის,რომლებიც მთელ იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ხელისუფლებას COVID-19-ით სიკვდილობისხელოვნურად გაზრდაში ამხელენ.

მე მესმის, რომ „მთავარი არხი“ ხელმძღვანელობდა პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებებს“, მაგრამ მინდა შევახსენო მათ, რომ ამ შემთხვევაში „საშუალებების“ შერჩევა მაგრად შეეშალათ, რადგან ასეთი ტყუილის შემდეგ მათ, ალბათ სიმართლესაც კი არავინ დაუჯერებს.

და ბოლოს, მთელ ამ სახალისო ისტორიაში ერთი ძალიან სერიოზული დანაშაული იკვეთება – ყალბი მტკიცებულებების შექმნა (მხედველობაში მაქვს რესპონდენტებისგან სასურველი ინფორმაციის მოპოვება), მაგრამ ამის გარკვევა და შეფასება ჩვენს კომპეტენციას სცილდება“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved