ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, – განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განლაგდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა მდებარეობს.
„ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ნატო-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები ძლიერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.














კომენტარები