თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხში გაჩნდა, რა დროსაც მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.














კომენტარები