საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩაატარეს დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დარტყმის მთავარი სამიზნე იყო რუსული საოკუპაციო ძალების სტრატეგიული წერტილი, სადაც “შაჰედის” ტიპის კამიკაძე-დრონების დასაწყობება, ფრენისთვის მომზადება და გაშვება ხდებოდა.
ამ ობიექტის გასანადგურებლად უკრაინულმა მხარემ გამოიყენა უაღრესად ზუსტი და მძლავრი შეიარაღება – ამერიკული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები და ბრიტანული Storm Shadow / SCALP-ის ფრთოსანი რაკეტები.














კომენტარები