თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, აეროპორტის ნაწილები დაბომბილია.
მანამდე, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში „შეტევების ფართომასშტაბიან „ახალ ტალღს“ იწყებენ.
ისრაელმა მეჰრაბადის აეროპორტს 4 მარტსაც დაარტყა და განაცხადა, რომ გაანადგურა თავდაცვის სისტემები, რომლებიც ისრაელის საჰაერო ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დღევანდელი დაბომბვა გაცილებით ინტენსიური იყო, ვიდრე წინა.














კომენტარები