მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში ქრისტიანები კორკოტს ან წანდილს ( კოლიოს) ვამზადებთ.
ზოგჯერ საკურთხს შინ აკეთებენ, სანთელს აანთებენ, საკმეველს შემოატარებენ და ღვინით მიცვალებულის შესანდობარს ამბობენ. ეს არ არის საკმარისი. საკურთხს იმიტომ ჰქვია საკურთხი, რომ ის იკურთხება, კურთხევას კი მხოლოდ სამღვდელო პირი აღასრულებს. ამ დროს აღევლინება პანაშვიდი და მღვდელი ღვთის სახელით შენდობას უგზავნის მიცვალებულის სულს. ამის გაკეთება ერისკაცს არ შეუძლია.
კურთხევის შემდეგ საკურთხს მეტწილად ტაძარში ტოვებენ და ნაწილი – ტაძრის მსახურთ, ნაწილი კი გლახაკებს ურიგდებათ. საკურთხის დროს ხშირად მიცვალებულის სახელზე შეწირულობასაც გაიღებენ შესაძლებლობის ფარგლებში.














კომენტარები