• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი კითხვა მაქვს თქვენთან” – მეტრეველი “იმედის” ჟურნალისტებს

ალია ავტორი - ალია
23:51 03-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,591

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ეთერშიც ვთქვი და აქაც გავიმეორებ:

დასანქიცირებული პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტები რომ მოთქვამთ, ეს თავისუფლ სიტყვაზე თავდასხმაა, სოლიდარობას რატომ არ გვიცხადებენ კოლეგებიო, ერთი კოთხვა მაქვს თქვენთან:

მედიის სანქიცრება ვინ დაიწყო ამ ქვეყანაში? შემთხვევით, თქვენმა საყვარელმა ხელისაუფლებამ ხომ არა, როდესაც ” რუსული კანონი” მიიღო, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ონლაინ მედია იყო, რადგან ისინი სწორედ გრანტებით ფინანსდებოდნენ? “რუსულმა კანონმა” რომ ვერ გააჩერა ეს მედიები, მერე ქართული FARA მიიღეს, ამანაც რომ არ უშველა, მერე “გრანტების კანონი” მიიღეს და ეს ყველაფერი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების და ონლაინ მედიის გასაჩუმებლად გააკეთეს.

გამოუცხადეთ მათ სოლიდარობა, თუ ამ კანონების “გაპრავების” მეტი არაფერი გიკეთებიათ?

თუ ონლინ მედია მედია არ არის და მარტო თქვენ ხართ მედია? თუ მარტო თქვენ გაქვთ ამ ქვეყანაში “თავისუფალი სიტყვის” უფლება?

ერთ-ერთი მედიის დამფუძნებელი, მზია ამაღობელი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო (ქალი სილის გაწვნის გამო), რომ ორი წლით ციხეში რომ ჩასვეს  (ორი წლით და არა ორი კვირით, ან ორი თვით), გამოუცხადეთ მას სოლიდარობა, თუ პირიქით, თქვენი კოლეგის გაშავება დაიწყეთ?

კიდევ ერთი თქვენი კოლეგა, გურამ როგავა პოლიციელმა პირდაპირ ეთერში რომ კინაღამ მოკლა, გამოუცხადეთ მას სოლიდარობა? სოლიდარობა კი არა, არც გააშუქეთ ეს ამბავი და ასეთი უგულობა იმით ახსენით, რომ როგავა გვლანძღავდაო ანუ ლანძღვა და ადამიანის სიცოცხლე ერთ დონეზე დააყენეთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ხელისუფლების რომელმე წარმომადგენლმა გამლანძღოს, მერე მასზე თავდასხმა მოხდეს და არ გავაშუქო, დავუმალო მაყურებელს, ვითომც არ მომხდარა, ეს ნორმალური იქნება? აი, ეს იკადრეთ თქვენ თქვენს კოლეგასთან, გურამ როგავსთან დაკავშირებით, თქვენს მაყურებელს საერთოდ დაუმალეთ მის მიმართ მომხდარი დანაშაული, რითიც თქვენც მოაწერეთ ხელი მასზე ძალადობას.

ასეთი ფაქტების გახსენება კიდევ შეიძლება და ამ ყველაფრის მერე კიდევ მსხვერპლის როლს როგორ ირგებთ?

postv-ზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც ოპოზიციური მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ ღვარძლის და ბოღმის ნთხევის მანქანაა პირდაპირ.

მე არცერთი ტელევიზიის დახურვას არ მივესალმები, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის, მათ შორის არც თქვენი, მაგრამ ეს მედიაზონდერები მსხვერპლის პოზაში ნუ ჩადგებით, თუ ღმერთი გწამთ!..

უფრო სწორად, თუ ბიძინა გწამთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved