• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩაერთვებიან თუ არა ქურთები დიდ ომში? – რას შეიძლება ითხოვდნენ ქურთი ლიდერები? – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:03 03-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,156

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

ჩაერთვებიან თუ არა ქურთები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დიდ ომში?

– ამ კითხვაზე პასუხი ურთიერთგამომრიცხავია – კი და არა (ვიღაც ჩაერთვება და ვიღაც არა და რამდენი და რა მოტივით ჩაერთვება ეგაა ახლა მთავარი);

– მიზეზი კი ისაა, რომ ქურთები 4 ქვეყანაში (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია) ცხოვრობენ და 40 მილიონზე მეტი არიან. მათ არ აქვთ თავიანთი სახელმწიფო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვთ არც ერთიანობა თითქმის არცერთ საკითხში (ამაში ქართველებს გვანან);

– ამ მომენტისთვის საუბარია იმაზე, რომ ომში ჩაერთვება ირანიდან ერაყში დევნილი 6 პარტიის ალიანსი, მაგრამ მათი ძალები (ქვევით მოტანილ ჩრდილოეთ ერაყის რუკაზე აღნიშნულია ლურჯი ფერით) ძალიან სუსტია (მაქსიმუმ რამდენიმე ათასი), რაც ამ მომენტისთვის ირანისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს (პირიქით, ომის დაწყების შემდეგ ირანმა დაბომბა ერაყის ქურთისტანში მდებარე მათი ბაზები, რასაც ქურთ მებრძოლებში მსხვერპლიც მოჰყვა);

– ამ ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს არამხოლოდ ირანი, არამედ თურქეთიც, რადგან მასში გაწევრიანებული არიან PKK-სთან აფილირიებული პირებიც. ანკარის ფაქტორი კი ხელწამოსაკრავი ფაქტორი არ არის ჩრდილოეთ ერაყში, სადაც მას გარკვეული ტერიტორიებიც აქვს დაკავებული (რაც რუკაზე აღნიშნულია წითელი ფერით);

– სხვა საქმეა საკუთრივ ერაყის ქურთისტანის ძალები (მათი მებრძოლების რაოდენობა ათეულ ათასობითაა), რომლებიც თავის მხრივ ორად (მემარჯვენეები და მემარცხენეები) არიან გაყოფილები და რუკაზე აღნიშნულია ყვითელი (მემარჯვენეები) და მწვანე (მემარცხენეები) ფერებით. მათ წარსულში სამოქალაქო ომიც ჰქონდათ ერთმანეთში. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ მათ

 ლიდერებს ელაპარაკება ტრამპი და დეტალებზე ესაუბრებათ მოსადი და CIA;

– ბუნებრივია, ერაყის ქურთისტანის ლიდერებს არ სურთ ისეთ თავგადასავალში წასვლა, რომელიც კაცმა არ იცის, ზუსტად როდის და რა შედეგიდ დასრულდება. მითუმეტეს, უყურებენ სირიელი ქურთების მაგალითს, რომლებმაც წლების განმავლობაში ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოლეს, მაგრამ ბოლოს მაინც ჯიჰადისტებს შეატოვეს;

– ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა სახის გარანტიებს ითხოვენ ქურთი ლიდერები და რა სახის ვაჭრობა მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა ქურთებს, ისრაელსა და აშშ-ს შორის. მასზე მინიშნებები შეიძლება გამოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ არა რამდენიმე ათასიანი ირანული ქურთული ძალების, არამედ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ძალების ამოძრავებას;

– ჩრდილოეთ ერაყის ქურთებს ოფიციალურად ავტონომია (დე-ფაქტო კი დამოუკიდებლობა) ისედაც აქვთ. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც მათ ბრძოლებში ჩართვის სანაცვლოდ შეიძლება მოითხოვონ, ეს ერაყის ქურთისტანის დე-იურე დამოუკიდებლობა (საერთაშორისო დონეზე აღიარება) და სამხედრო დახმარების გარანტიებია;

– შეიძლება ეს მოხდეს? დღევანდელ სამყაროში ალბათ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეთანხმდებიან მხარეები ამ საკითხზე? ისრაელი წლებია მზადაა ერაყის ქურთისტანის აღიარებისთვის. ვაშინგტონი? მისი პოზიცია ალბათ მალე გამოჩნდება;

– შეძლებენ თუ არა მხარეები ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას, ჩემი აზრით, მივხვდებით იმით, ჩაერთვებიან თუ არა ერაყელი ქურთები ბრძოლებში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved