ბლოგერი, დათო აბზიანიძე
ქოცი ტროლები ავრცელებენ ასეთ უნიჭო ფეიკ ნიუსებს, რომ, თურმე, ამერიკა-ისრაელის დაზვერვას ირანი თვითმფრინავის სტენსილებს უხატავს მიწაზე და ეგრე “აბომბიებს” მოტყუებითო!!!
ხალხნო, ამას ავრცელებენ იმ ქვეყნის დაზვერვაზე, რომელმაც 9/11 ტერაქტის შემოქმედი ოსამა ბინ ლადენის სამალავ სახლზე როცა აიღეს ეჭვი და 2011 წელს პაკისტანში შეჭრას ვერ რისკავდნენ დაუზუსტებელი იდენტობის გამო, ბინ ლადენის იმ სახლში ცხოვრება როგორ დაადასტურეს, იცით?ეზოში სასეირნოდ გამოსულ “უცნობ კაცს” კოსმოსიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში რადგანაც სახეზე ვერ უყურებდნენ, მზის შუქი მისი სილუეტით რა სიმაღლის ჩრდილსაც ქმნიდა მიწაზე, ეგ გადაზომეს და პროპორციული დამოკლების სპეციალური მათემატიკური ფორმულით გამოთვალეს იმ სახლში მცხოვრები “უცნობი კაცის” სიმაღლე, რომელიც ოსამა ბინ ლადენს ემთხვეოდა! კოსმოსის კადრი:
აი ასეთ ინტელექტუალურ “შეშლილებზე” იძახიან ქოცები, რომ ირანელი ფლოსტიანი აიათოლები აბოლებენ თვითმფრინავის სტენსილებით და ეგრე ახარჯინებენ ბომბებსო
















კომენტარები