• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაურკვევლობა, რისკი, ფართომასშტაბიან კონტროლი – ანიტა ჰიპერი “გრანტების კანონის” გამკაცრებაზე

ალია ავტორი - ალია
17:22 03-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც  „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, ეხმაურება და ამბობს:

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს კანონი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეს, აძლიერებს ფართომასშტაბიან კონტროლს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ საქმიანობაზე და ასევე მისი ბუნდოვანი ჩანაწერები ქმნის სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და რისკს, რომ მას თვითნებურად და შერჩევითად აღასრულებენ. ასევე მინდა ვთქვა მზია ამაღლობელის შესახებ. ჩვენ მკაცრად გავაპროტესტეთ მისი პატიმრობა. მისი გასამართლება ასევე ცხადყოფს, რომ თავისუფალ ხმაზე რეპრესიები გრძელდება.ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დევნის ან შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაზე, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიას, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.
ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, ისევე როგორც ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“- ანუ ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ აღიარებს სამი წლით ციხეში წავა. ციხე ემუქრება ყველას, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, მაგალითად პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს. “ქართული ოცნების” გაწერილი კრიტერიუმებით, ხალხთან ერთად ამ კანონით პატიმრობა ემუქრება მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved