ქარელში მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარელის სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები