ვადო მაჭავარიანი, ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე დასთანხმდა მასთან დებატებს, თუმცა, ამბობს, რომ ის მართალია თანახმაა დებატებზე, მხოლოდ სხვა არხზე:
“დებატების თემა არის არაბული ქალაქებიო, ერთ მხარეს შენ იჯდები, მეორე მხარეს კობახიძეო. დებატს ვთანხმდები მეც, თუმცა, მე მაქვს ჩემი პირობები. ვერანაირად ვერ მივალ ეთერში “კამაზთან” და “რასია ერთთან” ერთად სანქცირებულ ტელეკომპანია “იმედზე”.
მზად ვარ სადებატოდ ნებისმიერ სხვა არხზე. ჩემი შემოთავაზება ასეთია: თუ მართლა დებატი უნდა ამ მნიშვნელოვან თემაზე, ამისთვის არსებობს ჩვენი დაფინანსებული საზოგადოებრივი არხი და რუსთავი2–ის დებატების ფორმატი. მე როგორც ვიცი, კობახიძისთვის, როგორც “იმედზე” არაა პრობლემა, ასევე არ ექნება პრობლემა მოვიდეს ამ ორ არხზე.
სადებატოდ ერთადერთი ადგილი არაა სანქცირებული “იმედი”, სადაც, სხვათა შორის, წინა დებატებზე კობახიძეს ალაპარაკეს დროის 70–80 პროცენტი. თუ მიზანი მართლა დებატებია და არა “იმედის” გათეთრება, დათანხმდება. მე “იმედის” მაყურებელსაც პატივს ვცემ, სუფთა პრინციპის ამბავია, რომ ვერ მივალ იმ არხზე, რომელთან ართანამშრომლობასაც ვთხოვ ბანკებს და ბიზნესებს. “იმედი” დღეს არის არხი, რომელთან ასოცირებაც იმდენად ტეხავს, რომ მფლობელი რუხაძეც კი გაექცათ.














კომენტარები