• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ რომელი ფაკულტეტები გაუქმდა ახალი დადგენილებით და რომელ უნივერსიტეტებს არ შეეხო ცვლილება?

ალია ავტორი - ალია
19:37 02-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

“ოცნების” მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, 2026-2027 სას­წავ­ლო წელს, ბა­კა­ლავ­რი­ატ­სა და ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე მი­სა­ღებ სტუ­დენ­ტთა ოდე­ნო­ბა, ჯამ­ში, 53 პროგ­რა­მა­ზე შე­იც­ვა­ლა.

მათ შო­რის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­რი­ცხ სტუ­დენ­ტთა ოდე­ნო­ბა 15 პროგ­რა­მა­ზე შე­იც­ვა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი 7 პროგ­რა­მა­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს, აქამ­დე არ­სე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე ჩა­სა­რი­ცხ სტუ­დენ­ტთა ოდე­ნო­ბა უც­ვლე­ლი დარ­ჩა, თუმ­ცა თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტს ერთი პროგ­რა­მა – ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კომ­პი­უ­ტე­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი და­ე­მა­ტა. უნი­ვერ­სი­ტეტს ამ პროგ­რა­მა­ზე 20 სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მა და­ე­მა­ტა რო­გორც თსუ-ის, ასე­ვე სტუ-საც. თსუ-ის და­ე­მა­ტა ერთი პროგ­რა­მა – ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, სა­დაც ჩა­სა­რი­ცხ სტუ­დენ­ტთა ოდე­ნო­ბა 50 ად­გი­ლით გა­ნი­სა­ზღვრა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს კი და­ე­მა­ტა შემ­დე­გი პროგ­რა­მა: ბი­ო­ნა­ნო­კე­რა­მი­კუ­ლი და პო­ლი­მე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტე­ბი და ექ­სპერ­ტი­ზა, სა­დაც სწავ­ლას 10 სტუ­დენ­ტი შეძ­ლებს.

გარ­და ამი­სა,ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ხე­ბია შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს: სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე – ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მია და ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ამას­თან, 2026-2027 სას­წავ­ლო წელს, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ას­ტრო­ე­ნათ­მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ას­ტრო­არ­ქე­ო­ლო­გი­ის და ასე­ვე, იბე­რი­ის ის­ტო­რი­ის პროგ­რა­მებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს აღარ მი­ი­ღებს. მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, ორი­ვე პროგ­რა­მა ამო­ღე­ბუ­ლია სი­ი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2026-2027 სას­წავ­ლო წელს, თსუ-ში მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბი­დან აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი კვო­ტე­ბი, თით­ქმის, ყვე­ლა პროგ­რა­მას მო­ე­მა­ტა, ხოლო ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე მი­სა­ღე­ბი ად­გი­ლე­ბი შემ­ცირ­და. გარ­და ამი­სა, თსუ-ში გა­უქ­მდა მა­გის­ტრა­ტუ­რის სამი პროგ­რა­მა: დე­მოგ­რა­ფია და მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ოგ­რა­ფია (15 ად­გი­ლი); ტუ­რიზ­მი (ერ­თობ­ლი­ვი) (20 ად­გი­ლი); ევ­რა­ზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის კვლე­ვე­ბი (5 ად­გი­ლი).

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე მი­სა­ღე­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან, ჩა­სა­რი­ცხი ოდე­ნო­ბე­ბი 29 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­იც­ვა­ლა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს, მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე ჩა­სა­რი­ცხ სტუ­დენ­ტთა ოდე­ნო­ბე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

გარ­და ამი­სა, დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­ი­და­ნაც ერთი პროგ­რა­მა – სატ­რან­სპორ­ტო ლო­ჯის­ტი­კა სტუ­დენ­ტებს აღარ მი­ი­ღებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2026-2027 სას­წავ­ლო წლის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­სა­ღებ სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და.

ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე მი­სა­ღებ სტუ­დენ­ტთა ოდე­ნო­ბა 21 300-ის ნაც­ვლად, 21 574-ით გა­ნი­სა­ზღვრა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მი­სა­ღე­ბი ად­გი­ლე­ბის ოდე­ნო­ბა 3233-ის ნაც­ვლად, 3335 იქ­ნე­ბა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved