• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხეში არ ვარ წარწერის გამო, ციხეში ვარ დაუმორჩილებლობი გამო” – ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
19:02 02-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

“ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, არ არსებობს ეგ პროცესი ჩემთვის, შესაბამისად ვერც განაჩენი განსაზღვრავს რამეს” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მის სასამართლო პროცესს.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ ციხეში არა წარწერის, არამედ დაუმორჩილებლობის, შეუგუებლობის და სოლიდარობის გამოა, რითაც ამაყობს და “ფლომასტრის მოსამართლისთვის არ სცალია”.

ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, არ არსებობს ეგ პროცესი ჩემთვის, შესაბამისად ვერც განაჩენი განსაზღვრავს რამეს. საჯარო “მეგობრული” რჩევა მინდა მივცე ბიძინასაც და მსახურ მანტიაშემოსილ ადამიანსაც, რაც არ უნდა იწვალოთ ჩემს ნებას ვერ შეცვლით, ვერც გავლენას მოახდენთ, ვერც წინააღმდეგობას გააჩერებთ, ვერც აღიარებას მოიპოვებთ, ვერც სანქციებზე მუშაობას გააჩერებთ. რაღაც ბუღალტერია სასამართლოდან პერიოდულად მოაქვთ ხოლმე და ვაბრუნებ უკან. 

საერთოდ არ ვფიქრობ სასჯელზე, მიხვდებოდით, მთავარია არა ის თუ სად ვართ, არამედ როგორ ვიბრძვით. ერთი დღე არ შემიწყვეტია ბრძოლა, არც ინტელექტუალურად არც პრაქტიკულად, არც საერთო ოპოზიციურად და არც საერთაშორისოდ. ბრძოლის პრინციპი – დაუმორჩილებლობა, ბრძოლის ფორმა – არა უბრალოდ ერთობა, არამედ ერთად მუშაობა, შრომა, მითუმეტეს ახლა, როდესაც შედეგები რთულია არ შეამჩნიო.

სხვათა შორის, რას ვეტყოდი ჩემს შვილებს, როდესაც უნდა ამეხსნა მათ ცხოვრებაში სტრესი, ძალიან მკაფიოდ ჩამოვყალიბდი, რომ ბავშვებმაც სრული სიმართლე უნდა იცოდნენ, თუნდაც სკოლის ასაკიდან – რომ კომფორტი, თავისუფლად ცხოვრება, ის მულტფილმები და ფილმები, რასაც დღეს უყურებენ, ხელოვნური ინტელექტი, “კვარა” თუ ბერლინის ზოოპარკში გასეირნება, არის არა საჩუქარი, რომელიც სულ გვეკუთვნის, არამედ  მოსაპოვებელი, მოსაფრთხილებელი და დასაცავი სიკეთეები, რაც პერიოდულად პირადი დისკომფორტის ხარჯზე ხდება. ეს არჩევანია, რომლის არსიც ადამიანმა ბავშვობიდან უნდა იცოდეს, ჰოდა, რასაც ჩემს შვილებს ვეუბნები ზუსტად იგივეს ვეუბნები სხვებსაც.

ციხეში არ ვარ წარწერის გამო, ციხეში ვარ დაუმორჩილებლობის, შეუგუებლობის და სოლიდარობის გამო, რითაც ვამაყობ. ხოლო “ოცნება” დიდი ხანია ჩვენც და მსოფლიოსაც ეუბნება “მე ვარ უსამშობლო რუსი” – ეს ძალიან სამწუხაროა, რომ თანამედროვეობაში ღალატის ისტორია მეორდება, მაგრამ მათთვისაც ცუდი ამბავი მაქვს მსოფლიო რუსეთს თავხედობას და ბოროტებას აღარ პატიობს, ხოლო ქართული ვერსია მათ ნამსხვრევებში მოხვდება. ვფიქრობ როგორ შევუწყო ხელი პროპაგანდის ინსტრუმენტების შემდგომ და დამატებით სანქცირებას, ასე რომ ფლომასტრის მოსამართლისთვის არ მცალია,” – ამბობს ელენე ხოშტარია. 

კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო დრევანდელი პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved