პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს საბანკო სექტორი, მხოლოდ ეროვნული ბანკის მითითებით ვერ იხელმძღვანელებს, გამორიცხულია, რადგან საბანკო სექტორი ნაციონალურ დონეზე არ არსებობს, ის არის მულტინაციონალური და ყველა ბანკი ქართული, რუსული, ამერიკული, ჩინური ყველა არის გარკვეულწილად ინტერაქციული ერთმანეთან და ასე იზოლირება რომელიმე ბანკის და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობაში მოქცევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თურნავას განცხადება ვერ შესრულდება, წარმოუდგენელია, ეს იყო ისეთივე განცხადება, როგორიც კობახიძემ გააკეთა – მივიდეს ყველა კომპანია და რეკლამა იყიდოს, ვერ იყიდის რეკლამას, რადგან ამ ტრანზაქციის შემთხვევაში, შესაძლოა, მეორადი სანქციების ქვეშე მოექცნენ. შეიძლება ადგილობრივმა, ლოკალურმა წამოებამ ეს გარისკოს, მაგრამ ასეტი კომპანიაც არ წარმომდიგენია. ყველა სხვა შემთხვევაში, ავტომატურად ხდება მეორადი სანქციების სამიზნე და ავტომატურად უზარმაზარი პრობლემები გაუჩნდეს ამ კომპანიას. საბანკო სექტორი რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვთ, დაუჯერა თურნავას და არ განახორციელა, ის გენდირექტორი, რომელიც ამას იზამს, დაახლოებით 1 საათში გათავისუფლებდა, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც ტრანსნაციონალურია, ვალდებულება აქვს დაიცვას ბანკი და განხორციელოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიცავს ბანკს. ანუ ისინი ვერ განახორციელებნ განსხვავებულ პოლიტიკას იმისგან, რაც არის საერთაშორისო საბანკო სექტორი.
საქართველოში საქბანკის და თბს-ის მთლიანი ეკონომიკური წილი რომ ავიღოთ, 50 %- ია , ამათი იზოლირება, გამოსყიდვა, გამოსყიდვა წარმოუდგენელია, უზარმაზარ თანხაზეა საუბარი, ამდენი ნამდვილად არ აქვს არც ივანიშვილს და არც ყველა ოლიგარქს ერთად აღებულს. როლი და წილი მათი ქართულ ეკონომიკაში იმდენად დიდია, რომ ამათი ჩახსნა საერთაშორისო საბანკო სექტორიდან ქართული ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ყველა ჩაქოლავს, თავისივე ხალხი, რადგან ყველა მდიდარი გაკოტრდება და ყველა ბანკი დომინოს პრინციპით ჩამოიშლება. შესაბამისად, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.














კომენტარები