• რეკლამა
  • კონტაქტი
22:34, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენად სწორია, რომელიმე ქვეყანამ დაასანქციროს მედია, თანაც სხვა ქვეყანაში?” – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
18:39 02-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248
პოლიტოლოგი, გია ნოდია:
„იმედის“ და „პოსტვ-ის“ მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მიბიძგებს, მათი ცუდი – ამ შემთხვევაში, სანქციები – გამეხარდეს. მაგრამ ეს იმპულსია. რაციონალურად როგორ შეიძლება გავამართლოთ აღნიშნული?
რამდენად სწორია, რომელიმე ქვეყანამ დაასანქციროს მედია, თანაც სხვა ქვეყანაში? ხომ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლების მოთხოვნასთან?
ამ კითხვას სერიოზულად უნდა მოვეპყრათ. მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში მისი უდიდებულესობის მთავრობა სამართლიან კრიტიკას იმსახურებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის (ე.წ. „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის ხაზით).
აქ მთავარი არგუმენტი ისაა, რომ „იმედს“ და „პოსტვ-ს“ საერთო არაფერი აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვასთან. ესენი არა თავისუფალი მედიები, არამედ ხელისუფლების პროპაგანდის დეპარტამენტებია, თვალის ასახვევად დამოუკიდებელ კორპორაციებად გაფორმებული. მათი დასანქცირება საქართველოს ხელისუფლების ცალკეული ნაწილების დასანქცირების გაგრძელებაა.
თუ შეიძლება დასანქცირდეს ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ან, ხარება, „იმედი“ და პოსტტვ-ც“ ასევე შეიძლება დასანქცირდეს. არავითარი განსხვავება არაა.
იმედია, იმის დასაბუთებას არ მომთხოვთ, რატომაა ხსენებული „ტელეკომპანიები“ სინამდვილეში მთავრობის დეპარტამენტები.
ხოლო თუ ვიტყვით: „საერთოდ ვინაა ეს ბრიტანეთი, რომ ვიღაცეებს გვისანქცირებს“, ეს უკვე სხვა თემაა. ამაზე „ქალაქურად“ ვიტყვი: „შენ ზოგადად დასავლეთს და კონკრეტულად ბრიტანეთს დილიდან საღამომდე აგინებდე და ცილს სწამებდე და ის მოგეფეროს – ეგრე სადაა, ძმაო.“
რეალურად რას უზამს ბრიტანეთის სანქციები აღნიშნულ ტელევიზიებს – ამის ანალიზები დაიდო, მაგრამ პრაქტიკულად როგორ იქნება საქმე, მომავალში ვნახავთ. არა მგონია, რომ ამით ძალიან არსებითად შეფერხდეს მათი საქმიანობა, თუმცა რა ვიცი. ესეც სხვა თემაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved