• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნეტაი რას იპრანჭებით, არ ვართ იმნაირებიო. რომ აყვირდით სანქცირებულ გულზე? ხართ!” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:58 02-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,197

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ტელეკომპანია იმედი აღშფოთებულია, რა სინდისით გვაბრალებენ ბრიტანელები პრორუსობასო. მრისხანე უსტარიც კი მიუწერიათ ბრიტანეთის ელჩისთვის.
არადა, თქვე მამაცხონებულებო, თავი დავანებოთ იმას, რუსეთზე ან მხოლოდ კარგს რომ ამბობთ, ან სულ არაფერს. სამაგიეროდ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აგინებთ:
ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, შვედეთს, პოლონეთს. ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს და ამერიკასაც. ამ უკანასკნელის გინება ერთხანს ტრამპის ხათრით კი შეწყვიტეთ, მაგრამ რომ არ გაამართლა იმედები, ისევ დაიწყეთ.
ევროკავშირი ხომ ქვეყნის მთავარ მტრად გყავთ შერაცხული. ბრიუსელი საგინებელი სიტყვაა უკვე თქვენთვის და კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერი.,
უკრაინაზე თუ რამეს ამბობთ, მხოლოდ ცუდს.
ზელენსკის ეძახით კლოუნს და ტაკიმასხარას.
ოთხი წელია ამტკიცებთ, რომ უკრაინა ომს აგებს და საცაა წააგებს.
ოთხი წელია ამტკიცებთ, რომ ეს ომი ზელენსკის და ბორის ჯონსონის ბრალია და არა რუსეთის.
სიხარულით გვამცნობთ დღეში რამდენჯერმე, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს და იქვე იმის აღნიშვნაც არ გავიწყდებათ, რომ ამ წესრიგის გამო თურმე ევროპაში ქალი ქალი აღარაა, კაცი კაცი და ბავშვებს სქესს უცვლიან მშობლების დაუკითხავად.
მოკლედ, სიტყვასიტყვით იმეორებთ რუსული პროპაგანდის ყველა ნარატივს, კონსპირაციას და შეფასებას.
ჰოდა თუ ყველაფერ ამას აკეთებთ (და აკეთებთ ნამდვილად), პრორუსები ხართ აბა ვინ ხართ და ნეტაი რას იპრანჭებით, არ ვართ იმნაირებიო. რომ აყვირდით სანქცირებულ გულზე?
ხართ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved