• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტაში გაღარიბებას“ – რას წერს ზურა ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
13:58 02-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,147

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ტაში გაღარიბებისთვის
უცხოელებისთვის ტაქსის და საკურიერო მომსახურების აკრძალვაზე შემხვდა აპლოდისმენტები აქეთა ფლანგიდან და 2 სიტყვას ვიტყვი, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია აზრს ვეღარ ვხედავ ყოველი ახალი იდიოტური რეგულაციის კომენტირებაში
რატომ არიან დასაქმებული ამ ორ ბაზარზე (შეიძლება სხვაგანაც) უცხოელები?
ან ამ ბაზრებზე ზოგადად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების ნაკლებობაა ან საქართველოს მოქალაქეები არ თანხმდებიან იმ ანაზღაურებას რომელიც ამ ბაზრებზე არსებობს (მეტი უნდათ)
რა მოჰყვება ამ აკრძალვას?
ან ამ ბაზრებზე შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი ან დამსაქმებლებს მოუწევთ დასაქმებულებისთვის მეტის გადახდა ან რაღაც საშუალო მოიძებნება ამ ორს შორის
რა იქნება შედეგი?
იქნება ნაკლები ტაქსი და ნაკლები კურიერი და/ან გაძვირდება ეს სერვისები
ანუ, როდესაც ტაქსს გამოიძახებთ და/ან რამეს შეუკვეთავთ ვოლტზე თუ გლოვოზე, მოგიწევთ უფრო მეტის გადახდა
როდესაც რაღაც სერვისში მოგიწევს მეტის გადახდა ან ამ სერვისით ვეღარ სარგებლობ ფასის ზრდის გამო, ამას ჰქვია – გაღარიბება
გაღარიბება ნაკლები შემოსავალი არ არის
გაღარიბებაა როდესაც იმაზე ნაკლების ყიდვის შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე აქამდე გქონდა
ეს მოხდება ზუსტად
გაღარიბდებით
ნაკლები ფული დაგრჩებათ სხვა რაღაცეებში დასახარჯად ან დანაზოგის გასაკეთებლად
იგივე მოხდება ნებისმიერ სხვა სფეროსთან მიმართებაში, სადაც აქამდე უცხოელები იყვნენ დასაქმებული და ახლა აღარ იქნებიან
ცხადია საქართველოს მოქალაქე კურიერებს თუ ტაქსისტებს ეს გადაწყვეტილება მოეწონებათ – მათ წარმოდგენაში კონკურენტებს აცილებს სახელმწიფო, შესაბამისად მათ მეტი მოგება დარჩებათ
მაგრამ თქვენ, ჯამში საქართველოს მოქალაქეები გაღარიბდებით ამ გადაწყვეტილებით
და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი
თუ კრიმინალი ან ტერორისტი არაა, ცხადია
თუ კრიმინალი ან ტერორისტია – მაშინ საერთოდ არაა ქვეყანაში შემოსაშვები
ამიტომ, გაუგებარია რას უკრავთ ტაშს
საკუთარ გაღარიბებას?
‘’რუსეთი/ოლიგარქი გვაღარიბებს, რადგან ღარიბების მართვა უფრო მარტივია” ლოგიკის ხალხს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება მოგეწონათ, განსაკუთრებით გილოცავთ. ეს წუთია კრემლმა/ოლიგარქმა გაგაღარიბათ და თქვენ ტაშს უკრავთ.
პ.ს. ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მუშაობს უცხოეთში, ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში. უდიდესი უმრავლესობა – არალეგალურად. ოდესმე გიფიქრიათ რატომ უწევთ მათ არალეგალურად მუშაობა, შედარებით პრიმიტიულ და დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, დღეში 10-12-14 საათი? სწორი და მოსაწონია ასეთ მდგომარეობაში რომ არიან? თუ ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება არ მოსულა, მაგრამ ჩვენი მხრიდან სხვებისადმი ასეთი დამოკიდებულება ოქეია?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved