• რეკლამა
  • კონტაქტი
19:05, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამ სიტუაციაში წესრიგის აღდგენა მხოლოდ მე შემიძლია!” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:30 02-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,814

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ყველამ ვიხილეთ კატასტროფა საქალაქო სასამართლოსთან. მინდა გკითხოთ, იქნებოდა თუ არა ეს სურათი შესაძლებელი, 2012 წელს ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. საქმეც იმაშია, რომ მე მეზიზღებოდა კრიმინალი და ახლა საქართველოს მართავს ბეზპრეძელშიკი, რომელმაც პირველი დიდი ფული ოთარ კვანტრიშვილთან ერთად გააკეთა.

ორიოდე დღის წინ თავისი იუბილე აღნიშნა ბიტკოინების “ახევით”, მაგრამ ბეზპრეძელი ამ ინდივიდუალური რეკეტის აქტზე ბევრად უფრო ყოვლისმომცველია.

ჩვენ მივიღეთ ის რაზეც მე ძალიან ხმამაღლა გაფრთხილებდით 2012 წელს – საქართველოში დაბრუნდა დანაშაული, ნარკოტიკები, ქუჩის ბიჭები, ძალადობა და გამეფდა ” პესპრეძელი”.

თუ ვინმეს რამე გიკვირთ მინდა გკითხოთ რა გაგიკვირდათ?

ეს არსება მოვიდა ლოზუნგით “მოეკიდეთ კრიმინალს გაგებით”, მისმა წულუკიანმა იუსტიციის სახლთან ძეგლი დაუდგა სერიულ მკვლელს, ვაზაგაშვილს.

ივანიშვილმა პირველი დღიდან მწვანე აუნთო ძალადობას – საჯარო ბიბლიოთეკასთან სცემეს მთელი საპარლამენტო ოპოზიცია.

რეგიონებში ცემა-ტყეპებით გამოყარეს საკრებულოს წევრები. შემდეგ მისმა ერთმა პრემიერმა თვალები დათხარა პროტესტანტებს, მეორე პრემიერი პირდაპირ ჩაუდგა სათავეში უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობას.

მანამდე მირტყეს ციხეში და ეს მსოფლიოს აყურებინეს. მთელი ეს დრო ხდებოდა მკვლელობები – ჯერ რუსეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციების მონაწილეების, მერე უბრალოდ შეკვეთილი მკვლელობები, რაც შეუძლებელია თუ ამას არ მფარველობს პოლიცია.

ისევ დაბრუნდა ძალადობა სკოლაში, რასაც შეეწირა ახალგაზრდა მასწავლებელი და სხვა ადამიანები. ყველაფერი ეს მიმდინარეობს იმ ფონზე რომ პოლიცია ნაკლებად ეფექტურია და მეტად ძალადობრივი, როგორც შევარდნაძის დროს იყო.

ამ სიტუაციამ – მათაც კი, ვისაც ძალიან არ ვეხატები გულზე, მოუხდებათ იმის აღიარება, რომ ამ სიტუაციაში წესრიგის აღდგენა მხოლოდ მე შემიძლია, ჩემი გამოცდილების გაზიარებით.

მომავალი მთავრობის ახალი ტიპის სამართალდამცავებისთვის, რომელთაც უნდა გაითვალისწინონ წარსულის მიღწევებიც და შეცდომებიც, უნდა იმოქმედონ რა დემოკრატიული, თუმცა გადამწყვეტი მოქმედებით.

მე თქვენთან ერთად დავასრულებ და სამუდამოდ წარსულში მოვიტოვებთ ივანიშვილ ბესპრეძელშიკის მმართველობას და მის დანერგილ “ბესბრეძელს”.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved