• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესყიდვის” 10% ბურჭულაძესთან უნდა წაეღო” – ტუკვაძის სკანდალური ჩვენება

ალია ავტორი - ალია
19:14 02-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
285

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე ოქროს მოწმის, ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძის საათნახევრიანი გამოკითხვა დასრულებულია.

ზურაბ ტუკვაძე, რომელსაც მამხილებელი ჩვენებები ვასილ მხეიძის, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ აქვს მიცემული, დღევანდელ პროცესს აშშ-დან დისტანციურად დაესწრო.

ბიზნესმენის განცხადებით, შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და ვასილ მხეიძეს [ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას] შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო.

2022 წელს მისი ინიციატივით მოვიდა ვასო მხეიძე და შემომთავაზა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ტენდერში მიმეღო მონაწილეობა.

ვინაიდან რამდენიმე დიდ კომპანიას ვფლობდი, ვთხოვე, ჩემთვის თანამდებობის პირობებისგან გარანტია მოეცა, ეს შესყიდვა შედგებოდა თუ არა ნამდვილად. ის ერთ კვირაში დაბრუნდა და მითხრა, რომ ესაუბრა მის სიძეს, მაშინდელ თავდაცვის მინისტრს და მითხრა, რომ ეს შესყიდვა შეთანხმებული იყო იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთანაც. ეს შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო. ასევე მან გამიჟღერა, რომ პრემიერს ხუმრობით უთქვამს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე პრემიერის გარე ნათესავი იყო, უთქვამს, რომ კარგი სიძე არ ვიყავი, მაგრამ ბიზნესის ნაწილში შეიძლებოდა შესყიდვა განხორციელებულიყო, დავრწმუნდი, რომ ეს [შესყიდვა] სარწმუნო იყო. 2-3 თვეში, თავდაცვის სამინისტროდან შესყიდვების უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური დამიკავშირდა და შევხვდი. მან საუბრისას მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვას აპირებდა. მას ჩემი და ჩემი მეგობრის კომპანიის მონაცემები დავუტოვე, რამდენიმე ხანში ბაზრის კვლევა სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებით გავუგზავნე. ხელშეკრულება, დაახლოებით, 5 მილიონს მოიცავდა, რაც სამედიცინო ინვენტარის და აპარატურის შეძენას გულისხმობდა. დაახლოებით, 3-4 თვეში, ვასო მხეიძე მოვიდა, მას შეთანხმებისამებრ ხელშეკრულების 10% გადავეცი, მან მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს კიდევ ექნებოდა შესყიდვები სამედიცინო აპარატურების, იგივე შეთანხმებით გავაგრძელეთ მუშაობა, ჩემს მეგობრებთან მივედი და დახმარება ვთხოვე,” – განაცხადა ტუკვაძემ.

ბიზნესმენს პროკურორმა, ჰკითხა, თუ რით ახსნიდა მის რამდენიმე ჩვენებაში მიწოდებულ განსხვავებულ ინფორმაციებს.

ვასოსთან[მხეიძე] რატომ უნდა მომეყოლა ისეთი რაღაცები, რაზეც კითხვები არ დასმულა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როცა გავაანალიზე, რომ სხვები, ბიზნესმენები, ჩემი მეგობრები დაზარალებულიყვნენ, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ნებით მივსულიყავი და გამოძიებისთვის სიმართლე მეთქვა და ჩვენება დამეზუსტებინა,” – განაცხადა ტუკვაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved