• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელმა მითხრა და დავუჯერე” – ჯარიმები და დაყადაღებები მტკიცებულების გარეშე – რას სთხოვს აქტივისტს მერია?

ალია ავტორი - ალია
16:59 02-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს, რომ თბილისის მერიამ, რომელმაც დააჯარიმა ისე, რომ არც შეატყობინა, ვერ უთხრა, ვერ დაუსაბუთა, რის საფუძველზე დააჯარიმა და მოსთხოვა, მას თავად ეპოვნა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან გასამართლებლად მტკიცებულებები, თითქოს, მტკიცების ტვირთი, მბრალმდებელ მხარეზე არ იყოს.

ეს მაშინ, როცა ამ ჯარიმების გამო, მამუკაშვილის ანგარიშები და ქონება დაყადაღდა. აღმოჩნდა, რომ ჯარიმების დაწერის საფუძვლად მერიას მხოლოდ ერთი პოლიციელის სიტყვები მოყავს და ამბობს, რომ “დაუჯერა”. რატომ არ უჯერებს მოქალაქეს მაშინ, თუ სიტვაზე დაჯერებით წყდება საქმე, და რატომ უჯერებს მტკიცებულების გარეშე პოლიციელს? ან რომელი ქვეყნის პრაქტიკაა, კანონის რომელი მუხლი ითვალისწინებს ადამიანის დასჯას მტკიცებულებების გარეშე და მხოლოდ ვინმეს სიტყვაზე ნდობით?

მამუკაშვილი:

დღეს ვიყავი მერიაში, ჩემი ყადაღები გავასაჩივრე და ზეპირი მოსმენა ჩანიშნეს. რომ მივდიოდი, კი ვფიქრობდი, რომ მშვიდად საუბარს ვერ შევძლებდი, მაგრამ ამხელა ბრაზიც თუ მექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. კი მაქვს ბრაზი საჯარო მოხელეებზეც, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ, ამ დროს კი რეპრესიული მანქანის ჭანჭიკები არიან.
მოკლედ, ელისო ჯარიაშვილი დამემართა, კობახიძეს რომ ხმა არ ამოაღებინა. იმაზე რომ დაიწყო მოწინააღმდეგე მხარემ ლაპარაკი, აი, ახლა ეგ წარწერა მოგწონთო, იცით რამხელა ხარჯია მაგის წაშლაო? “ცრუ ბრალმდებელზეა” საუბარი, მანდ ხომ მთლად გადამეკეტა. ეს რომ არ დაწეროს აქტივისტმა, ეს რომ არ გაბედოს, იცოდეთ რომ ისეთ ქვეყანას მიიღებთ, სადაც ქუჩაშიც ვერ გაივლით-მეთქი.
მეო, – პოლიციელმა მომწერა, მაგდამ დაწერაო და დავუჯერეო, დამატებითი მტკიცებულებები არ მომითხოვიაო. შენ გამოგეთხოვა შსს-განო. ესე იგი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ჯარიმა დამიწერა, მე მთხოვს პოლიციიდან მტკიცებულებების გამოთხოვას იმ ჯარიმაზე, რომელიც არ ვიცოდი.
აი, მე რომ პოლიციელს დავაწერინო და დამიჯერე მოიძებნება ეგეთი პოლიციელი-მეთქი, რომ აი, შენ მე სექსუალურად შემავიწროე, მარტო მაგის გამო რომ დაგაჯარიმონ, მოგეწონება-მეთქი? მტკიცებულება რომ საერთოდ არ წარმოვადგინო და ისე დაგაბრალო ეგ ამბავი, რას იზამ-მეთქი?
მოკლედ, ძალიან დიდ უბედურებაში ვართ, მთელი ბიუროკრატიული აპარატი იბრძვის დემონსტრანტების წინააღმდეგ და არც ვიცი ამას როდის შეიძლება ეშველოს, თორემ რა უშველის კი ვიცი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved