• რეკლამა
  • კონტაქტი
13:04, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას შეიძლება ველოდოთ ირანისაგან? ამ დღეებში ირანის მიმართულებით რანდენიმე სამხედრო რეისი შესრულდა რუსეთიდან და ჩინეთიდან” – გიორგი.კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:50 02-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,404

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ირანში დემონსტრაციები განახლდა. შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც. ხალხის ნაწილმა დიდ ქალაქებში კვლავ დაიკავა ქუჩები. აბადანში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. აიათოლას წინააღმდეგ შეძახილების გარდა, შაჰის მხარდაჭერი სკანდირებაც ისმის. მოლაპარაკებები კი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და უფრო დროის გაწელვას ჰგავს. ამასთან, ირანისადმი ნდობა დაბალია.

რეჟიმი ცდილობს იერიშების თავიდან არიდებას და გარკვეულ დათმობებზე წასვლას აანონებს, მაგრამ თან შიდა საზოგადოებისათვის რიტორიკა საკმაოდ ხისტი და გასამხედროებული აქვს და ამერიკელებისა და მათი საზღვაო ძალების განადგურებითაც იმუქრება.

ამასობაში სპარსეთის ყურეში და მის მომიჯნავედ ერაყის ომის შემდეგ უპრეცედენტო მობილიზაცია გრძელდება. აქ საუბარია ორ უზარმაზარ დამრტყმელ დაჯგუფებაზე:

პირველი და მთავარი დამრტყმელი ძალა არაბეთის ზღვაში, ირანის ნაპირებთან ახლოს განლაგებული ავიამზიდი USS Abraham Lincoln (CVN-72) და მისი მოიერიშე ჯგუფია.

ეს არის მცურავი აეროდრომი თავისი 9 ესკადრილიით, რომელშიც შედის უახლესი გამანადგურებლები და, რაც მთავარია, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები. იერიშების დაწყების შემთხვევაში მათი ამოცანა ირანული საჰაერო თავდაცვის “დაბრმავება” იქნება. ლინკოლნის ჯგუფში შემავალი საზღვაო გამანადგურებლები კი “ტომაჰავკებით” არიან დატვირთულნი, რომელთა სამიზნე თეირანის სტრატეგიული ობიექტები იქნება.

მეორე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის გავლით მიემართება ახლო აღმოსავლეთში. მას ულტრათანამედროვე და ძლიერი ავიამზიდი USS Gerald R. Ford (CVN-78) ხელმძღვანელობს. მისი დანიშნულება ისრაელის სანაპირო იქნება თუ არაბეთის ზღვა არაა ჯერ ცნობილი.

ადგილზეა წყალქვეშა და სარაკეტო პოტენციალიც, მათ შორისაა USS Georgia (SSGN 729) და USS South Dakota. მარტო “ჯორჯიას” ტიპის ატომურ წყალქვეშა ნავს 154 ცალი “ტომაჰავკის” გაშვება შეუძლია წყალქვეშა მდგომარეობიდან.

აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ავიაბაზიდან ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დამატებითი ძალები: 36 ერთეული F-16 და, რაც ყველაზე საყურადღებოა, 12 ერთეული მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-22 Raptor. “რაპტორების” გამოჩენა არენაზე მხოლოდ ძალის დემონსტრირება არ არის – ეს ნიშნავს, რომ პენტაგონი ემზადება საჰაერო უპირატესობის ტოტალური და უპირობო მოპოვებისთვის.

სიტუაცია იცვლება ხმელეთზეც: F-35-ები დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან ახლო აღმოსავლეთში და მის სიახლოვეს იყრის თავს – კვიპროსში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ყატარსა და არაბთან გაერთიანებულ საამიროებში. ეს ნიშნავს, რომ შეტევის შემთხვევაში იერიში იქნება ყოვლისმომცველი – ზღვიდანაც და ჰაერიდანაც. ნავთობმზიდების მობილიზაცია შორეული წერტილებიდან შეტევის შესაძლებლობაზეც მიუთითებს, მათ შორის ინდოეთის ოკეანის კუნძული დიეგო გარსიადანაც.

ამასთან, იმ ფონზე, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მასობრივი გაშლა ხდება ზემოთ თქმულ ქვეყნებში, ეს იმის მანიშნებელია, რომ საპასუხო დარტყმების მოლოდინი არსებობს და მათზე ნაფიქრია და მხოლოდ იერიშზე არაა აქცენტი გაკეთებული.

რას შეიძლება ველოდოთ ირანისაგან?
ამ დღეებში ირანის მიმართულებით რანდენიმე სამხედრო რეისი შესრულდა რუსეთიდან და ჩინეთიდან. ეს უბრალო რაღაც არ არის და შესაძლოა რიგ სფეროში ირანი ოდნავ უფრო მომზადებული აღმოჩნდეს, ვიდრე ივნისში იყო. ამასთან, პეკინიცა და მოსკოვიც ზღვაში ირანთან ერთად წვრთნებზე გამოთქვამს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე იცვალა დათქმა.

ამასთან, ირანს, ომის დაწყების შემთხვევაში შეუძლია ბალისტიკრი რაკეტებით სცადოს აშშ-ს პოზიციებსა და ბაზებზე იერიშების მიტანა მთელს რეგიონში. ასევე ლოგიკური სამიზნე იქნება ისრაელიც. შეძლებისდაგვარად დაიწყოს მეკობრეობა, ხომალდების ჩაძირვა და სამხედრო გემებით სპარსეთის ყურის გასასვლელის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მცდელობა, რომლიდანაც მსოფლიო ნავთობის 20% გაედინება. ასევე შეუძლია შიიტი შეიარაღებული დაჯგუფებების მობილიზება რეგიონში მყოფი ამერიკელების წინააღმდეგ.

ოღონდ ასე რომ იწევს ტემპერატურა და თამასა, ძალიან სარისკო ხდება ყველაფერი. ახლა იერიშების არ განხორციელება არამხოლოდ აშშ-ს იანვარში გამოჩენილ თავშეკავებას გააუარესებს, როდესაც რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების დახოცვის შემდეგ ვაშინგტონმა შეტევა გადადო, არამედ პრო-ჩინურ და პრო-რუსულ ძალებს გააძლიერებს კიდეც, ხოლო ირანს სერიოზულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოაპოვებინებს მთელს რეგიონში. თეირანს, სულ რომ მოლაპარაკებებში ბევრი რამის დათმობა მოუწიოს, მაინც რეგიონში რიგი ძალები დაიჯერებენ, რომ რეჟიმი გადარჩა, აშშ-მ არ გარისკა და რომ ფარული წარმოებაც არსად გაქრება. ახლო აღმოსავლეთის დესპოტიებთან საუბრისას ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved