დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ მესამე თავისი ძმის, ყოფილ პრინც ენდრიუს დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ “კანონი უნდა აღსრულდეს”.
“უღრმესი შეშფოთებით გავიგე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორსა და საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულის ეჭვის შესახებ ამბები. ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელმაც ეს შესაბამისი ფორმითა და შესაბამისი ორგანოებით უნდა გამოიძიოს. ამაში, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ.
საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს.
ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, არასწორი იქნება, რომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები გავაკეთო” – ნათქვამია მეფის განცხადებაში.
პოლიციამ ბრიტანეთის ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყოფილი პრინცი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ დანაშაულს.














კომენტარები