• რეკლამა
  • კონტაქტი
13:04, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციურო მედიავ, ეს როგორ მოხდა? როგორ დასცინეთ ნამდვილ მებრძოლებს?” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:02 02-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,176

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ბაჩიაშვილის ქეისი არის კლასიკური ნიმუში იმისა თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო. ბაჩიაშვილი ვერ დაარწმუნეს ვერც დაჭერით, ვერც მშობლების დევნით, ვერც ცემით. სანამ მის საქმესთან დაკავშირებული ციხის უფროსის მოადგილე არ მოკლეს გარაჟში – სწორედ ეს იყო ბოლო ზარი და მიხვდა რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი და ივანიშვილის დაბადების დღისთვის გააფორმა კაპიტულაცია.
მიჰგვარა ყოფილ პატრონს 600 მილიონი დოლარი საჩუქრად, რის შემდეგაც სრულიად დამცინავი ფსევდო-იურიდიული პოზიციით გაუშვეს. აქაოდა სამოქალაქო გარიგება მოხდაო, რითაც ჩვენც გვეუბნებიან – გაუფორმეთ საქართველო ივანიშვილის ოჯახს ასე 300 წლით და სადაც გინდათ იქ წადით. ბაჩიაშვილის ამბავში ერთადერთ პოზიტივს ვხედავ, რომ მის უდანაშაულო მშობლებს თავს დაანებებენ.
მე კი მინდა ვკითხო ოპოზიციურ მედიას – როგორ მოხდა რომ ჯერ კიდევ დაჭერამდე, აქაოდა ფული აქვსო, სრული არარაობა ბაიაშვილი, რომელიც ეთერებში “სისხლიან 9 წელს” ხშირ-ხშირად ახსენებდა, ლამის ნელსონ მანდელას და მერაბ კოსტავას ნაზავად გამოაცხადეთ და ამით ნამდვილ მებრძოლებს და საზოგადოებას დასცინეთ? (არ ვამბობ რომ ემპათიას არ იმსახურებდა, მას შემდეგ რაც აწამეს)
მე მგონი ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის. საერთოდ კი ბაჩიაშვილის საქმეზე, კრიმინალმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ქართული საზოგადოება.

“თანაინვესტორების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გუშინ გაათავისუფლეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

ბაჩიაშვილს სასჯელის სახით ბაჩიაშვილს ერთი წლით პირობითი მსჯავრი და 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა. 

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გასული წლის 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved