• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი გახარიას პროცესზე – ის, რაც პროკურატურას აქამდე არასოდეს გაუკეთებია

ალია ავტორი - ალია
13:50 02-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
291

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის. გიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაიხედება, ასევე მხარეები აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რის შემდეგაც საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.

ბრალდების მხარე ითხოვს, საქმეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაერთოს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდისტული სტატია.

სტატია მოყვანილი იმ სააგენტოდან, რომელიც თავს “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს” უწოდებს.  მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა.

როგორც ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებტან განაცხადა, საქმე ეხება  მარიონეტული რეჟიმის მიერ, სააგენტო “რესაზე”  გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები რუსული მხრიდან არის დანახული და შეფასებული. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს სტატია ჩადო ბრალდებსი მხარემ ახალ მტკიცებულებად საქმეში.

ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი, რაც ხელშესახები თითქოს წარმოადგინეს საქმეში და მტკიცებულებად დაამაგრეს, არის ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ცალსახად არის დევნის ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ და მეორე – წარმოიდგინეთ, საქმეში წარმოდგენილია რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სტატია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ საქმეში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად, რაც არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი სტატია დღეს ოფიციალურად გამოიყენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად.

…მეტსაც გეტყვით,  მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მტკიცებულება მოვიპოვეთ,რომელიც ცალსახად დევნის შეწყვეტის საფუძველია, შსს-სა და სუს-ის მხრიდან დარღვეულია გიორგი გახარიას დაცვის უფლება იმიტომ, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა მტკიცებულებების მოპოვების უფლება”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც – 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved