დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
„საუბარია 20-ზე მეტ ქვეყანაზე. პრეზიდენტს ღაზას აღდგენისა და რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმა აქვს, რაც „მშვიდობის საბჭოს“ წყალობით ხდება“, – განაცხადა ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს და შეხვედრაზე საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ღაზას რეკონსტრუქციისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.














კომენტარები