• რეკლამა
  • კონტაქტი
18:13, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქოლცენტრი თუ არ არსებობს, ამ ხალხს რატომ იჭერენ და თუ არსებობს, სად არის ათეულობით თაღლითის დაკავებისა და ოფისების დალუქვის ვიდეომასალა?“ – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:00 02-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

„რეჟიმის მიერ კრიმინალთან ბრძოლის თაობაზედ:
ა) მოარული ხმების მიხედვით, ქოლცენტრებში მუშაობს 80 000-მდე ახალგაზრდა. ყველა მათგანი სჩადის დანაშაულს. ვის იჭერს რეჟიმი? ყველას, ვისთანაც მას პირადი უთანხმოება აქვს. მუხლი: ქოლცენტრებთან კავშირი.
და თავად ქოლცენტრები? რამდენი ვიდეო ნახეთ როგორ შედის სუსი ქოლცენტრებში? რამდენი ათეული ახალგაზრდა ნახეთ ბორკილებდადებული? როგორ შეიძლება ადამიანი დაიჭირონ რარაცასთან კავშირის გამო და არ გაჩვენონ ის რაღაცა? ქოლცენტრი თუ არ არსებობს, ამ ხალხს რატომ იჭერენ და თუ არსებობს, სად არის ათეულობით თაღლითის დაკავებისა და ოფისების დალუქვის ვიდეომასალა?
არალი.
ბ) სასამართლოს, ბადრაგისა და პოლიციელის შეურაცხყოფის გამო, მასწავლებლები და აქტივისტები რომ ციხეებში უზით, გუშინ სასამართლოს ეზოში დაჯგუფებებს შორის გარჩევა რომ იყო, რატომ ითამაშა მილიციამ გამცილებლის როლი და ქმედითი ნაბიჯები რატომ არ მიიღო? მასწავლებელს რომ ბადრაგისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეარჩინა, დაჯგუფების წევრებს სასამართლოს ეზოში ჩხუბი რატომ გაუტარა?
გ) ლექსო ლაშქარავას საქმე ორ დღეში როგორ გახსნა რეჟიმმა? ყველა კამერა როგორ ამოიღო ერთ დღეში? ალეკო ელისაშვილის გადაადგილება როგორ გვაჩვენა ორ დღეში? პოლიციელების მიერ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შევიწროების შემდეგ, როგორ აღმოჩნდება რომ ყველა სამხრე კამერა გამორთული იყო, არცერთი ქუჩის კამერა არ მუშაობდა და მაღაზიებისა თუ კერძო პირების სახლებზე დამონტაჟებული ყველა კამერის მასალა 24 საათზე მეტ ხანს ვერ ახერხებს ჩანაწერს? და როგორ მოხდა, რომ 2021 წელს მომხდარი მკვლელობის ამსახველი ყველა დეტალი 2025 წელს გახდა ხელმისაწვდომი პროკურატორისთვის? ოთხი წელი ეგ კადრები ვის ჰქონდა და თუ ჰქონდა, მალავდა ხო? ანუ, ფაქტიურად გახსნილი საქმე ედოთ წინ და ოთხი წელი არ ხსნიდნენ ხო?
ხოდა არ არსებობს ამ ქვეყანაში სამართალი. აქ არსებობს უსამართლობა, რომელსაც რეჟიმი სჩადის თავისი მოქალაქეების მიმართ და სამართალი, არის მხოლოდ ხელსაწყო, რომელსაც ის მხოლოდ მაშინ იყენებს, როდესაც პოლიტიკური მიზნების მიღწევა უნდა. არა და სამართალი პოლიტიკაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. პოლიტიკა უნდა წარმოებდეს სამართლის პრონციპებზე დაყრდნობით.“
თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved