• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დებატები ღმერთმა გადმოგვიგდო მაშველ რგოლად ოპოზიციის გამოცოცხლებისთვის” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:18 02-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,475

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

კიდევ ერთხელ პოლიტიკური დებატების შესახებ.

ცხადია, არსებობს დებატების სტრატეგია, ტაქტიკა და ტექნიკაც. მოგება-წაგებას დებატების დროს მნიშვნელოვნად განაპირობებს არა მარტო ნათქვამის შინაარსი და ფორმა, არამედ დებატებში მონაწილეთა ვიზუალური მხარე, მათი ჟესტიკულაცია, მეტყველება, ხმის ტემბრი და ა. შ. კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი კომპლექსურად.

ეს კი ყველაფერი ასეა, მაგრამ აქ არის ერთი დიდი “მაგრამ”: ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდებატე მხარეებიდან არცერთი არ არის ასპროცენტიანი მტყუანი ან მართალი.

თუ სიმართლე და სამართლიანობა არსებითად არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს კი ძირითადად ტყუილი და დემაგოგიაა, იქ ტექნიკური უპირატესობა არაფრის მომცემია. რა ოსტატურადაც არ უნდა დემაგოგობდეს ერთი და რა უხეიროდაც არ უნდა ამბობდეს მეორე სიმართლეს, მაყურებელთა უმრავლესობა მაინც გაარჩევს შავსა და თეთრს და მაინც დაინახავს ვინაა მტყუანი და ვინ მართალი. შესაბამისად, ასეთ დებატებში ყოველთვის გამარჯვებულია ის, ვის მხარესაც სიმართლე და სამართლიანობაა.

ამიტომაცაა ოცნებასთან დებატები ოპოზიციური ფლანგისთვის პირწმინდად მომგებიანი, რადგან ხელისუფლების მხარეს არანაირი სიმართლე არაა. საერთოდ არანაირი. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა არის ტყუილი, ცილისწამება და მდარე ხარისხის კონსპირაციები. ამ ბაგაჟის პატრონ ხელისუფლებასთან დებატების წაგება პრინციპულად შეუძლებელია.

მე არ ვიცი რატომ მოუნდა ბიძინა ივანიშვილს თავისი გუნდისთვის მოულოდნელადაც კი დებატების დაშვება საკუთარ პროპაგანდისტულ არხებზე. თეორიები ნორმალიზაციასა და ლეგიტიმაციაზე დებატების მეშვეობით, ჩემი აზრით სერიოზულ განხილვას არ უნდა იმსახურებდეს მისი შეუძლებლობის გამო, თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება იმდენად არაადეკვატურია, რომ არც ისაა გამორიცხული მართლა ამ დებატების დაშვებით აპირებდეს ხელისუფლება რაღაც ლეგიტიმაციის მოპოვების მაგვარს. საცა ციხით გვემუქრებოდა არაღიარების გამო, ყველანაირი სიგიჟე დასაშვებია თეორიულად.

თუმცა, რა მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს ბიძინას, ხელისუფლებისთვის ნებისმიერი ფორმატის დებატები რეალურ ოპონენტთან შეუძლებელია იყოს წარმატებული და კობახიძე რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ამ დებატებში, მით უფრო მეტად მოუშლის ყველას ნერვებს და იმ ხალხსაც გამოიყვანს ქუჩაში, ვინც მანამდე არ გამოდიოდა.

მოკლედ, ჩათვალეთ, რომ ეს დებატები ღმერთმა გადმოგვიგდო მაშველ რგოლად ოპოზიციის გამოცოცხლებისთვის და თუ რამე მაკვირვებს ამ ვითარებაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის გარდა, ეს არის წინასწარ მოგებული თამაშის ბოიკოტირების მცდელობები. რა რა და მსგავსი აბსურდი ქართულ პოლიტიკაშიც კი არ მინახავს აქამდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved