გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1984 წელს დაბადებულ ა.გ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ი. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.














კომენტარები