შეიარაღებული პირები ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ სოფელს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პოლიცია და ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.
თავდასხმები ნიგერის შტატში მდებარე დასახლებებში – ტუნგა-მაკერიში, კონკოსოსა და პისაში მოხდა. ეს სოფლები ბორგუს რეგიონის ნაწილია, რომელიც კვარას შტატს ესაზღვრება, სადაც თვის დასაწყისში ისლამისტებმა 160-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
შაბათის თავდასხმა ჩრდილოეთ ნიგერიაში მზარდი დაუცველობის ფონზე მოხდა. რეგიონი ერთდროულად ებრძვის როგორც ჯიჰადისტებს, ისე შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ადამიანებს გამოსასყიდის მიღების მიზნით იტაცებენ.














კომენტარები