უკრაინამ კვირა ღამით კრასნოდარის მხარეზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და ხანძარი გაჩნდა , – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
„ზიანი დაფიქსირდა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, სოჭში და ანაპის სოფელ იუროვკაში. ყველაზე სერიოზული მდგომარეობა სოფელ ვოლნაშია. იქ დაზიანდა ნავთობის შესანახი ავზი, საწყობი და ტერმინალები“, – დაწერა კონდრატიევმა „ტელეგრამ“ არხზე.
მისი ინფორმაციით, ამჟამად არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო დახმარებას უწევენ.
კონდრატიევის თქმით, რეგიონში ხანძარს 120-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.














კომენტარები