• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“410 წლის წინ, ირანში ჩავიდნენ ქართველები, მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ტერიტორიის დაცვაში” – ელჩი

ალია ავტორი - ალია
02:39 02-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
392

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი პასუხობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გიორგი სანიკიძეს, რომელმაც დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართული მიღების მოსაწვევ კონვერტზე შაჰ აბასის დროს ქართველების ირანში იძულებითი გადასახლება საზეიმო ამბად იყო წარმოჩენილი.

ალი მოჯანის კომენტარს „ნეტგაზეთი“ ავრცელებს:

„ძვირფასო პროფესორო, შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ირანი იყო პირველი ქვეყანა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ გამოსვლაში მოითხოვა კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ირანი იყო ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წლის მაისში სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენთვის პატივია თქვენს წინაშე წარმოვადგინოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტი.

საქართველოს, ჩვენს ორ ძვირფას მეზობელ – აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ირანთან ჰქონდა და კვლავაც აქვს ისტორიული, ცივილიზაციური და კულტურული კავშირი.

1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ჩავიდა ქართველების პირველი ჯგუფი. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურასა და ირანის ტერიტორიის დაცვაში.

დღეს, ისლამურ საბჭოს მეჯლის ერთ-ერთი წევრია ირანელი ქართველების წარმომადგენელი, რომლებმაც ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა და წარმოადგენენ დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ხიდს ჩვენს ხალხსა და დღევანდელ საქართველოს შორის”, – წერს სეიედ ალი მოჯანი.

“ირანმა კახელების გაწყვეტა და შაჰ აბასის ლაშრობები გვაზეიმა” – გიორგი სანიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved