• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ მაღაზიები 185%–იანი ფასნამატით ყიდიან მათ პროდუქტებს

ალია ავტორი - ალია
17:39 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,347

საქართველოში წარმოებული ნატურალური წვენები მაღაზიებში 185 %-იანი ფასნამატით იყიდება. ეს განცხადება დღეს ფასების დამდგენ კომისიაზეე ბიზნესმენებმა გააკეთეს.

მწარმოებლები ამბობენ, რომ თავად პროდუქციას შეღავათიან ფასებში აბარებენ, მაგრამ გაძვირება სწორედ სუპერმარკეტებში ხდება ხელოვნურად.

 

“ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება, მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, შევედით რაღაც X ფასით, ამ X ფასს ემატება, რასაც ჩვენ ფასნამატს ვეძახით, რასაც შემდეგ ქსელურ მარკეტში ამატებენ, ქეშბექი არ არის ერთი კომპონენტი, ის შედგება ამ ციფრების ერთობლიობით. პირველი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის 20,50 . ჩვენ რა ფასზედაც შეთანხმებული ვართ, იმის მაღლა ხომ არის ფასნამატი, იმის აქეთ ვიძახი, 20.50 ეს არის ფიქსირებული ქეშბექი, მარკეტინგის გადასახადი – 15 %, ოღონდ ეს ნარჩენი ძირს არ აკლდება, ეს ისევ საწყის ჩვენ ფასს აკლდება. ამის შემდეგ მოდის ლოიალობის 1 %, შემდეგ ციფრული მომსახურების 1 %, არის 7,5 % რაც მართლა ეკუთვნით და ეს არის ლოჯისტიკის ხარჯი, ჯამში ეს არის 45 %. ჩვენ ფასს ემატება 185 % და ის 85 % საიდან მოიტანეს, ვერ გავიგე. დღგ სახელმწიფოსთან გადახდილი გვაქვს, და მთლიანი ეს საბრუნავი საშუალება არის ბანკის ქვეშ მოქცეული. თავინდავე 7-8 % დავიწყეთ ლარში, დღეს კი 15 % ვიხდით. ჩვენც ასევე ვართ და ჩვენი ქართველი გლეხობა და ფერმერობა დავაჩვიეთ “პოსლეზე“, რა ვქნა, ის რომ მიხდის 2 თვეში, მეც დავიწყე გადახდა 2 თვეში,  ფული როცა შემოვა, მაშინ გადავიხდი. აღმოსავლეთ გინდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, არის მარტივი გამცოდილება, იქ როდესაც არეგისტრირებენ, იქ წერია, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს განთავსებული და ვალდებულებაა, მერე ჩვენ შეგვიძლია სხვა სასტარტო სიტუაციიდან ვესაუბროთ, ეს თუ გამოსწორდება…. დუმბაძის სინდრომი მეწყება ხოლმე, ქართული ნაწარმოებიდან, ამ ყველაფერს რომ გადაიხდი, მერე თქვენ დღგ-საც გადაიხდი, სახლში რომ მიხვალ და ცოლ-შვილი გეტყვის რა მოიტანეო, ვაი, მოგიკვდეთ მამაო, რა ჩემი საქმე იყო ასკილის და ალუბლის წვენის ხარშვაო, აი, ამ დონეზე ვარ მისული

ქსელებთან კონტაქტს კონტრაქტს ვერ დაარქმევ, თუ შესვლა გინდა ეთანხმები იმას, რაც წერია. ეს რომ გამოსწორდეს, დასავლეთის ქვეყნებში მარტივი გამოცდილებაა, რომ ქსელებს ვალდებულება აქვთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყოს განთავსებული. მეორე, ქეშბექები სულ გადასახედია და მესამე, გადახდის პირობები – როგორც სახელმწიფოსთვის მაქსიმუმ 15 დღე გვაქვს გადახდისთვის, რომ ჩავაბარებთ დეკლარაციას, ასე უნდა იყოს გადახდა”, – ამბობს  “ალალის” დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved