• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფსიქოლოგთა პროფკავშირის საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
17:15 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი სოლიდარობას უცხადებთ აკადემიურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და აცხადებენ, რომ მათი მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია.

ისინი განცხადებას ავრცლებენ და მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს,  გადაიხედოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების გაუქმების გადაწყვეტილება.

“თანამედროვე მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების ფონზე, ფსიქოლოგიის დარგის ინსტიტუციური დასუსტება აფერხებს როგორც პროფესიის, ისე საზოგადოების განვითარების შესაძლებლობას. პროგრამების კონცენტრირება ერთ ქალაქში, ერთ ფაკულტეტზე და მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირება, ვერ უზრუნველყოფს იმ მრავალფეროვანი ექსპერტიზის შენარჩუნებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით შექმნილი აკადემიური და სამეცნიერო მემკვიდრეობა. წლების განმავლობაში, უნივერსიტეტებში მომუშავე ფსიქოლოგებმა, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბეს კლინიკური, განვითარების, კოგნიტური, განათლების, სოციალური ფსიქოლოგიისა და სხვა სკოლები. აღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების გაქრობის შემთხვევაში, მისი სრულფასოვანი კომპენსაცია ერთი ინსტიტუციური პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი გამოხატავს სოლიდარობას უნივერსიტეტებში მომუშავე აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და პროფესიული საზოგადოების მიმართ და მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს:

  •  გადაიხედოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების გაუქმების გადაწყვეტილება;
  •  უზრუნველყოფილ იქნას დარგის მრავალცენტრული და მდგრადი განვითარება;
  •  შენარჩუნდეს და გაძლიერდეს არსებული სამეცნიერო სკოლები და პროფესიული მიმართულებები;
  •  სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის.

სოლიდარობას ვუცხადებთ აკადემიურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კოლეგების მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია, – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგთა პროფკაშვირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved