• რეკლამა
  • კონტაქტი
17:56, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას დაუნიშნეს სტიპენდია… მაკა ბოჭორიშვილი მის “დაკავებას ვერ მოახდენს” – პაპუაშვილის ქართული ენა და “შავი იუმორის სფერო”

ალია ავტორი - ალია
13:43 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,950

შალვა პაპუაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას საკითხს გამოეხმაურა. პაპუაშვილის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ძებნაში იმყოფება.

“ოცნების” ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუნხენში მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თუმცა, მისი თქმით, ბოჭორიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის და გახარიას დაკავების საკითხი მის კომპეტენციაში ვერ იქნება.

გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, ის არის ძებნაში. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება აღმოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, სხვადასხვა ოფიციალური პირები იყვნენ. ეს ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის სივრცე იქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად.

ის არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს. როგორც ვიცით, დანიშნული აქვს სტიპენდია. სტიპენდიის დანიშვნა, მე მგონი, პოლიტიკოსების დაფინანსების ახალ ფორმაა. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღირებულებით უფსკრულს, რომლიდანაც მაუწყებლობს დღეს ევროკავშირი. მაკა ბოჭორიშვილი არის საგარეო საქმეთა მინისტრი და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ მის დაკავებას იქ არ მოახდენს, რა თქმა უნდა. ზოგადად,

ეს მე მგონი, უფრო შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს. არ ვიცი ვინ დაპატიჟა, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, – თქვა დღეს პაპუაშვილმა. 

13 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ასზე მეტი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები.

აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. კონფერენციის დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის ომი, ირანი, სირია და ევროპული უსაფრთხოება.

ღონისძიებაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ამასთან, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 13–15 თებერვალს MSC-ის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved