• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ

ალია ავტორი - ალია
12:31 02-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, დავით სტურუას ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე აცხადებს, მას კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატს დაუკავშირდნენ და საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს.

ჩხეიძის ინფორმაციით, საუბარია, 1 წელი პირობით და 1 წელი რეალურ სასჯელზე.

იქიდან გამომდინარე, რომ საპროცესო შეთანხმების აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა, ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში ისინი არ დათანხმდებიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ისეთ ბრალდებულებს სთავაზობს, რომელთა ქმედებებითაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს დაზიანებები არ მიუღიათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved