• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ელის ქვეყანას 2026 შემოდგომისთვის? – “როცა წინააღმდეგობის მე-3 წელს ერთობა ვერ იკვრება, ეს ფაქტი შეიძლება დიაგნოზად ჩაითვალოს” – გოგა გაგნიძე

ალია ავტორი - ალია
21:36 02-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,820

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:

მიმდინარე სურათის შესახებ, თეზისებად:
ახლა პროევროპულ და პროქოცურ ბაბლებად დაყოფა მომგებიანია მხოლოდ ქოცნებისთვის,
პროქოცური განწყობა 99% პროპაგანდით, ანუ კვამლით საზრდოობს,
უკმაყოფილო მოქალაქეთა უმრავლესობა ვერ აიდენტიფიცირებს საკუთარი ბრაზის მიზეზს და ადრესატს, გრძნობს თავს მარტო და შედეგად, მისი ბრაზი გამოუყენებელი და ფუჭია,
ქოცნების ყოველი მომდევნო ინიციატივა და გადაწყვეტილება წინას გაგრძელება და მასზე მძიმე იქნება,
განათლების, ფასების, ცენზურის, რუსული კანონის, ავტომანქანების წლოვანების შეზღუდვის და ა. შ. ცალ-ცალკე საკითხებად გაშლა-განხილვა, ქოცნების ინტერესშია,
როცა წინააღმდეგობის მე-3 წელს ერთობა ვერ იკვრება, ეს ფაქტი შეიძლება დიაგნოზად ჩაითვალოს,
უიმედოდ დაავადებული პოლიტიკური სპექტრის მიერ საკუთარი მდგომარეობის აღიარება (თუნდაც ერთი მათგანის მიერ), ხელს შეუწყობს ახალი ტიპის პოლიტიკური ოპოზიციის გაჩენას,
ყველა (თუნდაც მცირე) სამოქალაქო ჯგუფს, შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი შინაარსი, გლობალური (არარსებული) ოპოზიციური სტრატეგიის და შეუმდგარი ერთობის ლოდინის გარეშე,
ოპოზიციური ტელე-მედია და მისი იქ ჩასახლებული რესპოდენტები, ნამდვილად იმსახურებენ საზოგადოების უყურადღებობას,
ბერწი და წამგებიანია ,,ნატო-ევროკავშირის, დემოკრატიის შუქურობის, ევროპული ოჯახის წევრობის, ადამიანის უფლებების” შესახებ რთული და გაუგებარი ნარატივები,
კარგი გავრცელება აქვს და მომგებიანია მარტივი, ,,გლეხური” ნარატივები, მაგ.
,,ქოცნება კვერცხობაა”,
,,ვიაროთ ახლა 2020 წლის შემდეგ გამოშვებული ვირებით”,
„აგენტი კი არა, სიმართლის მთქმელი აშინებთ.“
„შენი ჯიბე მათ კომფორტს აფინანსებს.“და ა.შ.
ქვეყნის ტვინების მიერ ყურადღების ქვეყნის გარეთ (თუნდაც რეგიონის მასშტაბით) მიპყრობა, შემდეგ კი ქართული საზოგადოებისთვის დანახულის და გაგონილის მოყოლა, ძალზედ სასარგებლოა,
ქართული სახელმწიფო და საზოგადოება, გარდა უსქელესი მენტალური კედლისა, შემოგარსულია ენის და შრიფტის ბარიერებითაც (ქართული ენა და შრიფტი, ერთი მხრივ, ჩვენი იდენტობაა, მეორე მხრივ კი – ინფორმაციული იზოლაციის გარანტი)
ქართული ორიგინალური კონტენტის ძირითად უცხო ენებზე დროულად თარგმნა/გავრცელება და პირიქით, ბრძოლის უმნიშვნელოვანესი, ზოგჯერ კი კრიტიკული ნაწილია (თუ ქართული პროტესტის შინაარსი არ ითარგმნა მსოფლიოსთვის გასაგებ ენებზე და პირიქით, ჩვენ ვრჩებით ჩაკეტილ ეკოსისტემაში, სადაც მხოლოდ ერთმანეთს ველაპარაკებით).
კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მოკლედ კი ასე შეიძლება შეჯამდეს:
2026 შემოდგომისთვის, თუ ხელი არ გავანძრიეთ და გარეშეთათვისაც უინტერესონი დავრჩებით – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეო საბჭოთა საქართველოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved