ქართული ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
ამჟამად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კარგად მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით შესაძლებელია საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და ნორმალიზება შეიძლება მოხდეს და ამისთვის, ალბათ, მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები…
საბედნიეროდ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ, ხედავენ და ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად, დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ.
რომლები არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან ქართულ ოცნებას და რომლები არიან ქვეყნები, რომლებიც დიალოგში არიან მათთან – ყაველაშვილს არ დაუსახელებია.














კომენტარები