ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი:
,,ლაგუნა ვერეს ტერიტორია ჩაალპო, ამდენი ხანია აქვს ხელუხლებლად. იქვე ტელევიზიის შენობას მოაშორებს მალე და სტუ-ს პირველი და მეორე კორპუსები არ უნდა? გავა ლაგუნადან სააკაძის მოედნამდე.
ეს ქვეყანა ხიხოს ბოსტანია, რასაც უნდა იმას შვრება. ვინც არ შეეგუება, ციხეში. იტყვი რატომ? ციხეში! არავითარი აზრი არა აქვს მორჩილი ხარ თუ არა, ასეთ რეჟიმში ვერც მორჩილები გადარჩებიან და ვუყურებთ ამის ცოცხალ მაგალითს.
სტუ-ს და თსუ-ს ასე თვინებურად, უკითხავად გაერთიანების ამბავმა ბევრი უნდა დააფიქროს და გამოაფხიზლოს. ზღაპრები რეფორმაზე ერთმანეთს მოუყვნენ. ამათ აინტერესებთ ძალაუფლება, ტერიტორიები, მორჩილება, მოხვეჭა, დაბნელება. არაფერი მოგვარდება,სანამ საქართველო ივანიშვილის ბოსტნობაზე უარს არ იტყვის და არ აღადგენს დემოკრატიას.“














კომენტარები