• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენი მონამორჩლი, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, ინგლისური არ იცის, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ქვეყნის შვილი ვარ” – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:41 02-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:

,,საზოგადოებას მინდა გავაგებინო, რომ დღესაც პროცესი რომელიც მიმდიანრეობს, ეს არაა ჩემი სასამართლო პროცესი, არც წინა, არც იმის წინა. პრაქტიკულად, ჩემი პროცესი არ ყოფილა არცერთი. ეს ხდება მიზანმიმართულად, სასამართლო ატარებს პროცესს, მე მჯერა მოსამარეთლესაც ესმის, რომ ჩემი პროცესი არის 3 საათიანი, 4 საათიანი, სადაც მოწვეული არიან სპეცრაზმელები, და ეს ხალხი ვერადავერ მოვიდა… იმ ხალხს სუს-იდან მიწერეს, მე რომ თავპირი დამალეწეს იმ ხალხს მიწერეს, მოიწვიეს, სამი ადამიანი გამოყვეს და ეს ადამიანები რომ მოვიდნენ სასამართლო ამ საქმეს დაამთავრებს 3-დან 4 საათში. 

მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნახევარი წელი შესრულდება და ერთი პროცესი არ ყოფილა. ერთადერთი იყო, სადაც წინაასასამართლო პროცესზე სიტყვა მათქმევინეს. ეს სამი კაცი (გდდ-ს თანამშრომლები) რომ მოიყვანოთ, დამთავრდებ მალე პროცესი.

მაინტერესებს, მოვიდნენ, ჩამხედონ თავალებში. რა უნდა ილაპარაკონ ამათმა, რომ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. შეურაცხყოფილად კი არა სახის ძვლები დამილეწეს და თავის ქალა ამხადეს. 

ვითხოვ ჩემს სამსამართლო პროცესს, 20-ში მაქვს სასამართლო და მაინტერესებს, 20-ში მაინც მოგყავთ?..

რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვწონსო, უკაცრავად ახლა, ჩემი ტონი თუ არ მოგეწონათ. მე თქვენი გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია – თქვენი მონამორჩლი, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, ინგლისური არ იცის, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ქვეყნის შვილი ვარ. არაფერი ზედმეტი ჩემს შვილებს არ აქვთ, ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ. 

ჭყლოპინებთ ეთერებში, რომ თურმე ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას, ვაი, თქვე უბედურებო, თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდულები ხომ არ გგონიათ?  ალტერნატივა არ არის კი არა, არის ყველაზე ნიჭიერი, პატრიოტი ხახლი და ეთერებში ალეტრნატივას ვერ არჩევენ… 

რუსუდან კობახიძის მსგავსი გმირები რომ იყვნენ ყველა… ამდენი ხანი ვუყურებ და შიში ისე გაჯდა, რომ ყველაფერზე ილაპარაკებენ, ოღონდ კონკრეტიკაზე არ ილაპარაკონ. 

ყველა მიყვარხართ, განა თქვენი არ მესმით, რა მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგრამ თუ ასეთი სიმძიმეები გაქვთ, რატომ დაიჭირეთ ჩემის ეს სიტყვები… 

ტერორისტებს როცა აჰყავს მძევლები, ან გადადიან შეტევაზე და ათავისუფლებენ მძევლებს, ან იწყებენ მოლაპარაკებებს. ხოდა, ყველამ გაიგო ლაპარაკი და ბრძოლა არავინ არ გაიგო.

კაი, თქვენ გაბრაზდით ჩემზე, მოიოხეთ გულები, მე თქვენკენ ვარ კაცო… არის ხალხი მზად იმისთვის, რომ არ უნდოდეთ ჯურღმულში ცხოვრება…

…გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტებს ყადაღა დაადეს, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ციხეში დამაყადარეს, ციხეში გამომიგზავნეს 9000 ლარის ჯარიმა. მოწმე პროცესზე არ მოდის, ტელეფონი არა, შვილები არა, მოწერა არა, ყველაფერი ამიკრძალეს და კიდევ  9000 ლარის ჯარიმა გამომიგზავნეს ციხეში…”

ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. მას 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved