‘დემოკრატიის მცველების” ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე
საქსტატმა ფასებთან დაკავშირებით იანვრის თვის მონაცემები როდესაც გამოაქვეყნა, კვერცხის ფასი წინა თვის (დეკემბრის) ფასთან შედარებით 5.46%-ით იყო გაზრდილი. ანუ, იანვარში, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მთავრობამ თქვა რომ ფასებს შეამცირებდა, კვერცხი 5.46%-ით გაძვირდა.
დღეს მოვისმინეთ კვერცხის მწარმოებლების განცხადება, რომ კვერცხი 5%-ით გაიაფდება. თავად გაიაფება ცხადია ყველას ინტერესშია, მაგრამ “გაიაფება” როგორც ჩანს ნიშნავს, რომ კვერცხი რაც დეკემბერში ღირდა, იმ ფასად გაიყიდება თებერვალში.
ეს არის ხალხის აბუჩად აგდება და გაბითურება, და არა პროდუქტის გაიაფება. მაღალ ფასებზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება.















კომენტარები