• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

ალია ავტორი - ალია
12:22 02-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ყოველწლიურად, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით, საქართველოს თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას უზრუნველყოფს. მასში სპორტული სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ, რაც ახალი თაობის სპორტსმენების გამოვლენას, მათი კომპეტენციის ამაღლებას უწყობს ხელს.

2026 წლის სეზონზე საქართველოს თასის ეტაპები, ზამთრის სხვადასხვა კურორტზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით  და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართულნი.

ზამთრის საშეჯიბრო სეზონი მესტიის ეტაპით დაიწყო. გიგანტური სლალომის კატეგორიაში 2009-2013 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრის პრიზიორები გახდნენ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ახალგაზრდა მოთხილამურეები.

მეორე ეტაპს გოდერძის (ჭანჭახი) სამთო კურორტი 7-8 თებერვალს უმასპინძლებს. საშეჯიბრო ტრასა ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს და მოიცავს სლალომისთვის 800მ-მდე, ხოლო გიგანტური სლალომისთვის 1400მ-მდე მანძილს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) სტანდარტით, სპორტსმენებს თითოეულ დისციპლინაში ორ-ორი ცდა ექნებათ, რომ თავიანთი საბოლოო შედეგი დააფიქსირონ და მაღალი ქულები დააგროვონ.

რეგიონული ეტაპების შემდეგ, გამორჩეული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.

(R)

თეგები: სამთო-სათხილამურო ჩემპიონატისილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved