• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნასესხები 50 ევროთი წავედი უკრაინაში – ნამდვილი თავგადასავალი გამოვიარე” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
11:57 02-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,697

მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე:

🔴 ნამდვილი თავგადასავალი გამოვიარე, უკრაინაში ვიმოგზაურე 🇺🇦

🔴 ჩვენს მოძრაობაში (დაალაიქეთ: მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy) საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი აგებს პასუხს. ჯგუფს ორი არაჩვეულებრივად მოწესრიგებული, ელეგანტური და დახვეწილი ადამიანი ხელმძღვანელობს, ისინი ძალიან ღირსეულად წარადგენენ საქართველოს და ქართულ სოციალ-დემოკრატიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

თუმცა, ორნი არიან და ხშირად ერთად უწევთ მუშაობა. ჩვენს მოძრაობას საკმაო საერთაშორისო აღიარება აქვს, ამიტომ ისინი ყველგან ჩასვლას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც მოძრაობის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხიდებას გვთხოვენ.

🔴 ცოტა ხნის წინ მოულოდნელი შეტყობინება მივიღეთ ჩვენი თანამებრძოლებისგან – სიმბოლურად უკრაინაში გვინდა ჩასვლა, მცირე კონფერენციის გამართვა და ადგილობრივი სოციალისტებისა და დემოკრატებისთვის სოლიდარობის გამოხატვაო.

საგარეო ჯგუფს სხვა საქმე ჰქონდა, საორგანიზაციოს ჯგუფის წევრებსაც სხვადასხვა პასუხისმგებლობები ამძიმებდათ, პასუხის გასაცემად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ მოძრაობაში მოხალისეების მოძებნა გაჭირდებოდა. უარის ზღვარზე დავდექით.

შევწუხდი, რას იფიქრებენ ჩვენი კოლეგები, იტყვიან, საქართველოს სოციალ-დემოკრატები ომში მყოფ ქვეყანაში მოგზაურობას მოერიდნენ და შეეშინდათო. ჰოდა, გადავწყვიტე თუ მეგობრები მწვანე შუქს ამინთებდნენ თავად დავდგომოდი ლვოვისკენ მიმავალ გზას. ჩვენ წესი გვაქვს, რომ ყველა დელეგაცია თანაბრად უნდა იყოს დაკომპლექტებული ქალებითა და კაცებით. დამევალა მეწყვილეს პოვნა, უმამაცესი და ჩვენი მოძრაობის ათობით სექტორზე აქტიურად მოღვაწე ვერა გოგოხია ეგრევე დათანხმდა საორგანიზაციო და საგარეო ჯგუფების შეთავაზებას.

🚌 🛬 თვითმფრინავითა და ავტობუსით 18-19 საათი მგზავრობა დაგვჭირდა, რათა ლვოვის რეგიონის ერთ პატარა, შედარებით უსაფრთხო მთიან სოფელში ჩავსულიყავით. უზარმაზარი პოლონეთის მესამედი გავიარეთ, 3-4 საათი ომში მყოფი ქვეყნის საზღვარს ვკვეთდით (ავჩარკების შემოწმებაც გავიარეთ), დიდი დრო დაგვჭირდა კარპატების დასაძლევადაც…

🚨 ტელეფონში განგაშის აპლიკაცია გადმოგვაწერინეს, თუ რეგიონს თავს დაესხმებოდნენ მესიჯს მივიღებდით… გაგვაფრთხილეს, რომ საჰაერო განგაშის შემთხვევაში მიწისქვეშა თავშესაფრისკენ უნდა დავძრულიყავით, მოგვამარაგებინეს გარე დამტენები (Power Bank).

🔴 დღენახევარი გავატარეთ ჩვენი უკრაინელი, ბელორუსი (ლუკაშენკოსგან დევნილი), მოლდოველი და ევროპელი მეგობრების გარემოცვაში.

დელეგაციის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს წარვუდგინეთ “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნების ისტორია, სტრუქტურა, იდეოლოგიური პროფილი და სამომავლო სტრატეგიული გეგმა.

ვისაუბრეთ ახალი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების საერთო ბედზე (რუსული იმპერიალიზმი, პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სოციალ-ეკონომიკური სირთულეები, ოლიგარქების მიერ მყარად დამკვიდრებული სოციალური უსამართლობა და ჩაგვრა), ხაზი გავუსვით ევროკავშირის სტრუქტურებთან მემარცხენე ჯგუფების ერთობლივი პოზიციონირების მნიშვნელობას.

და რაც მთავარია, სულ ცოტა ხნით მაინც ამოვუდექით გვერდით უკრაინელ სოციალ-დემოკრატებს (უკრაინაში მარცხენა ფლანგზე დგომა, განსაკუთრებით დღეს ადვილი და ჩვეულებრივი მოვლენა არ არის).

🤝 რამდენი არაჩვეულებრივი ახალი ნაცნობი შევიძინეთ… როგორი მამაცები და თავდადებულები არიან უკრაინელი და ბელორუსი სოციალისტები. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ივან ფრანკოსა და ლესია უკრაინკას სოციალ-დემოკრატიულ წარსულზე მსჯელობა. გული დაგვიმძიმა ომზე, მის შედეგებზე, ოლიგარქებსა და პოსტსაბჭოთა კაპიტალისტებზე, დიქტატურასა და ბუნდოვან მომავალზე საუბარმა.

🔴 ნასესხები 50 ევროთი წავედი ამ სიშორეზე… რომ ჩამოვედი, მერე მივხვდი, რა სიგიჟესთან მქონდა საქმე. მიუხედავად ამისა, მშიერი არ დავრჩენილვარ, ნამდვილი ბორშჩიც გავსინჯე და თაფლითა და არაჟნით შეზავებული ალუბლის პელმენებითაც გამიმასპინძლდნენ ხის ძალიან მყუდრო კოტეჯში.

⛪️ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კარპატებში მდებარე პატარა სოფელში გასეირნებამ დატოვა.

გადათეთრებულ ნაძვებსა და შეჭირხლულ ჭადრებს შორის მდებარე ხეობაში მდინარე მთლიანად გაყინულიყო. სოფლის შარა-გზებიც ხრაშუნა თოვლით იყო დაფარული. ძველ სახლებს ხის შუშაბანდები ამშვენებდათ, შუშაბანდებს სლავური, ფერადი ორნამენტები. პატარა, გაუკაცრიელებული სოფლის ყოველ უბანში მცირე სალოცავს აღმოაჩენთ. ათკვადრატულიან ოთახებს ულამაზესი გუმბათები ადგათ თავზე, მცირე სივრცეები სავსეა ყვავილებითა და ხატებით… გრეკო-კათოლიკურ და მართმადიდებლურ სალოცავებს ერთმანეთისგან ხის ქანდაკებებითა და სახარების პირველ გვერდზე დატანილი კურთხევის ტექსტით ვარჩევდით.

თოვლსა და -4-5°C-იან ყინვაში მაინც მოვინახულეთ წმინდა ოლჰასა და ვოლოდიმირის ეკლესია, დაკეტილი კი დაგვხვდა, მაგრამ ეზოში მდებარე მისტიური ჭიდან წყალი ხომ ამოვიღეთ…

🇬🇪 უკანა გზაზეც 22 საათი მოვდიოდით… თურმე შესაძლებელია, რომ უზომოდ დაღლილ, ათას გასაჭირზე დაფიქრებულ, ომში მყოფ ქვეყანაში ნამოგზაურებ ადამიანს მაინც სიხარულის შეგრძნება ჰქონდეს.

მიხაროდა, რომ ჩემი საყვარელი ქვეყანა და მისი სოციალური დემოკრატია წარვადგინეთ. მიხაროდა, რომ უკრაინელ სოციალ-დემორკატებს თანადგომის ხმა მივაწვდინეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved