• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ჩავარდა რეჟიმი ისტერიკაში აღიარებაზე ახლა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:57 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,385

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

რეჟიმი გულახდილად აღიარებს, რომ ჩვენს აღიარებაზეა მისი ძალაუფლება დამოკიდებული.

წესით ეს ბევრ წარსულ და მომავალ დისკუსიას სცემს ცალსახა პასუხს.

ბრძოლა აქამდე მოვიყვანეთ მათ, ვინც რეჟიმი არ ვაღიარეთ და სახელოვნადაც ისინი გავიმარჯვებთ, ვინც იქამდე არ ვაღიარებთ, ვიდრე ის არ მოხდება, რისიც ეშინია – ძალაუფლებას დაკარგავს.

…

რატომ ჩავარდა რეჟიმი ისტერიკაში აღიარებაზე ახლა, 2024 წლის დეკემბერის სტატიაში აღვწერე და სისტემურად თუ გაინტერესებთ რა ხდება, აგერაა:

🗝️🗝️🗝️🗝️🗝️🗝️🗝️

“მთავარი, რითაც რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს, ლეგიტიმურობაა.

ლეგიტიმურობა არ ნიშნავს მოწონებას, ან მხარდაჭერას. ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომლის ნებაც რუტინულად სრულდება და ანგარიშგასაწევ წინააღმდეგობას არ იწვევს.

რეჟიმი რომ ჩამოიშალოს, მისი ნების აღსრულების რუტინა უნდა დაირღვეს.

ეს იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

საქმე ისაა, რომ ევოლუციამ ჩვენ, ადამიანები, ლოიალურ და რისკ-მოშიშ არსებებად ჩამოგვაყალიბა.

ჩვენი ცხოვრება, რომელიც უამრავი ტრანზაქციისგან შედგება, ძალიან რთული სამართავი იქნებოდა, რომ არა მზა ნორმები.

ლეგიტიმურობა არის ხელისუფლების უნარი, უზრუნველყოს საზოგადოება ასეთი მზა ნორმებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგიტიმურობა არის რწმენა, რომ არსებული სისტემა ოპტიმალური, მისაღები არჩევანია.

ამ რწმენის ჩამოშლა, მათ შორის ადამიანის სტატუს კვოსადმი ბუნებრივი მიკერძოების გამო იოლი არაა, მაგრამ არც შენარჩუნებაა გარანტირებული.

ლეგიტიმაცია ყოველდღიური პლებისციტის შედეგია. ამ პლებისციტის მოსაგებად სოციალური მექანიზმის შიგნით უამრავი უხილავი და პაწაწინა ჭანჭიკის, კბილანის, ლილვის რიტმული მოძრაობაა საჭირო. ამ რიტმის რღვევა ლეგიტიმურობის ეროზიას იწვევს. როცა ეს ხდება, რეჟიმის უკუთვლის წამზომი ირთვება. ასეთ დროს, მისი ჩამოშლა არა თუს, არამედ როდის საკითხი ხდება”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved