• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რადგან გამჩენი არ ასვენებს, ვეტყვი, რომ ვიდრე მე ნაცებს ვაკრიტიკებდი, ის და მისი ოჯახი ზუსტად იმ დროს მდიდრდებოდა” – სალომე სიმონია

ალია ავტორი - ალია
20:20 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26,112
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია, ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პასუხობს, რომელიც აპროტესტებს მილიონერ დეპუტატებზე საუბარს.
სალომე სიმონია:
წილოსანი იმ პოსტს გამოხმაურებია, სადაც დეკლარაციებზე დაყრდნობით ვწერ, რომ 7 ოფიციალური მილიონერი განიხილავს გაძვირებული საკვებისა და წამლების ფასებს.
სადაც ვამბობ, რომ ეს ღარიბების დაცინვაა – მათი, ვინც წამალს და სათანადო საკვებს ვერ ყიდულობს, სწორედ ამ მდიდრების 13 წლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. 
მათივე არასწორი პოლიტიკის შედეგად, ქართველები წაკითხულის გააზრების ინდექსითაც რომ ჩამოვრჩებით, ესეც ვიცით, მაგრამ პოსტი სიმდიდრესთან ბრძოლად თუ გასაღდებოდა, მთლად ამასაც ვერ წარმოვიდგენდი.
ღირსების ნაკლებობას რომ განიცდიან, ესეც არაერთგზის ვნახეთ, მაგრამ ამდენი კორუმპირებული ჩინოვნიკის შემქნელი ხალხი, თუ ისევ სხვისკენ გაიშვერდა ხელს, ჩემთვის ესეც მეტად საკვირველი აღმოჩნდა.
ბოლშევიკ ნაცად მომიხსენია და რადგან გამჩენი არ ასვენებს, ვეტყვი, რომ ვიდრე მე ნაცებს ვაკრიტიკებდი, ის და მისი ოჯახი ზუსტად იმ დროს მდიდრდებოდა და ხმას არაფერზე იღებდნენ. უფრო კი, პირიქით:
წილოსანის მამის ყოფილი ბიზნეს პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ წილოსანის მამის სასარგებლოდ წილები კეზერაშვილის ზეწოლის შედეგად დაათმობინეს: „ირაკლი წილოსანი (ძმა) კეზერაშვილის ახლო მეგობარია და სწორედ ამ მეგობრობის დამსახურებით მოხდა ქონების წართმევა” – წერდა ერთ-ერთი მეწილე.
წილოსანს იმასაც შევახსენებ, რომ ოცნების 87 კაციან პარლამენტში 27 ყოფილი ნაცია. 14 მინისტრიდან – 10 ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანია. ერთი კი, საერთოდ ნაცების დამფინანსებელი გყავთ.

ფასების შემსწავლელი კომისიის 7 წევრი მილიონერია – სალომე სიმონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved