• რეკლამა
  • კონტაქტი
18:46, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეფხისტყაოსნის” ქაჯეთის ციხის პროტოტიპი სწორედ ეს საოცარი ადგილია” – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:00 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

ზოგი წყარო წერდა, რომ უხსოვარ დროს აქ მაგიის მცოდნე ხალხი ცხოვრობდა. ზოგი მას ურჩხულთა ციხეს, ზოგიც მრისხანე ციხეს ეძახდა. ისტორიულ წყაროებში კი უფრო “ქაჯის ციხის” (თურქეთში “შეითან ქალეს” ეძახიან) სახელითაა ცნობილი.
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ “ვეფხისტყაოსნის” ქაჯეთის ციხის პროტოტიპი სწორედ ეს საოცარი ადგილია.
ადრე აქ რომ მოხვდრილიყავით, ტრანსპორტი 2 კმ-ში მდებარე სოფ. რაბათში (თურქ. ილდირიმთეფეში) უნდა დაგეტოვათ.
პირველად ჩასვლისას, ბუნებრივია, არ ვიცოდით ვინ იყვნენ სოფლის მცხოვრებნი.
მანქანა რომ გავაჩერეთ და გადმოვედით, მოხუცი ქალი შემოგვეგება. უცხოები რომ დაგვინახა, თურქულად გვკითხა სტამბოლიდან ხომ არ ვიყავით.
როცა ვუპასუხე, რომ საქართველოდან მოვდიოდით, უიო დაიძახა, ჩვენც ყველანი ქართველები ვართო და მიწური სახლებიდან უცებ ერთ წამში მთელი სოფელი ქალიან-კაციან-ბავშვიანად ამოვიდა და გარს შემოგვერტყნენ.
თურქულად საუბრობდნენ, მაგრამ ამბობდნენ რომ ქართველები (გურჯები) არიან. რამდენიმე ქართული სიტყვა ჯერ ისევ იცოდნენ.
ნამდვილად უცნაური გრძნობა იყო. მაგრამ დღემდე არ ვიცი რამ გამოიწვია ეს. იმან, რომ ამხელა არტაანის მხარეში სხვა აღარავინ ქართველობს, თუ იმან, რომ იმ მოხუცი ქალის ერთ დაძახილზე მთელი სოფელი თითქოს მიწიდან ამოვიდა? თუ ამ საოცარ ციხეზე რომ მივდიოდით იმან? ან იქნებ იმან, რომ ამ საოცარი ციხის ბუნებრივი “მცველები” ისევ ჩვენებურები არიან? არ ვიცი, შეიძლება ყველაფერმა ერთად.
ბევრს გვეფერებოდნენ, ჩვენც ბავშვებს ტკბილეულობა დავურიგეთ. სასწრაფოდ აირანი მოგვირბენინეს (იქაურ სიცხეში აირანი მისწრებაა). სადილზეც დაგვპატიჟეს. მაგრამ ეს ციხე გვქონდა სანახავი და რა დროს ეგ იყო. სოფლიდან ციხისკენ ერთადერთი ძველი საურმე გზა მიდის, მაგრამ მაინც გზაზე მეგზური გამოგვაყოლეს.
მას მერე დიდი დრო გავიდა. მაგრამ ამ ციხის ყოველ დანახვაზე ისევ ის უცნაური გრძნობა მეუფლება ხოლმე, რომელიც სულ თან დამდევს და რომელსაც ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც ვერ მოვუძებნე სახელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved