• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა იყო ეფშტეინის არაფორმალური კლუბი და რას ნიშნავს ეფშტეინის სია? – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:46 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,105

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური შეფასებები კეთდება, განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც განსაკუთრებით გადახრილები ვართ კონსპიროლოგიისკენ. “ოცნების” უზნეო პროპაგანდა ამას იყენებს დასავლური სამყაროს გასაშავებლად და ცალკეული პირების კომპრომეტირების მიზნით.
რა იყო ეფშტეინის არაფორმალური კლუბი? ამ კითხვას ქართველი თუ ამერიკელი ობივატელი ასე უპასუხებს: ელიტური ბორდელი სადღაც კუნძულზე. სისულელეა. ეფშტეინის ქსელი( არა მხოლოდ კუნძული) იყო არაფორმალური კავშირების სივრცე, ელიტური შეხვედრების ადგილი. ეფშტეინი დახურული “კლუბის” მენეჯერი იყო, აორგანიზებდა არაფორმალურ კონტაქტებს ბიზნეს-პოლიტიკურ-სამეცნიერო-სახელოვნებო პირებს შორის. იმ კუნძულზე ნამყოფი პირებიდან 80-90 პროცენტზე მეტმა არც კი იცოდა, რომ სტუმართა გარკვეული ნაწილი სპეცმომსახურებასაც რომ იღებდა. კუნძულზე ზოგიერთი ჩადიოდა ოჯახთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
რას ნიშნავს ეფშტეინის სია? მასში მოხსენიებულია 10 ათასზე მეტი პირი. ეს არაფერს ნიშნავს. იმ კუნძულზე ამ სიიდან მხოლოდ 2 პროცენტამდეა ნამყოფი. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ილუზიონისტი წერს ვიღაცას ელექტრონული ფოსტით, რომ შეეცდება მოუგვაროს სავიზო პრობლემები, რადგან მას პატივს სცემენ ქვეყნის პრეზიდენტები და გავლენიანი პირები. როგორც თავად ამბობს, ისინი მის წარმოდგენას ესწრებოდნენ და ჩამოთვლის ოცამდე პრეზიდენტის და ცნობილ ადამიანების გვარები. ამ ჩამონათვალში არის სააკაშვილი, ბუში, ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, იუშენკო, დიმიტრი მედვედევი, ნაზარბაევი, ჰენრი კისინჯერი და უამრავი სხვა. მიშას პრეზიდენტობის დროს ჰენრი კისინჯერი 90 წლის იყო და იმ კუნძულის შესახებ ალბათ არც კი სმენოდა:)
ასევეა ბენდუქიძესთან დაკავშირებით: რომელიღაც ამერიკული კომპანიის პრეზიდენტის ასისტენტი წერს მეორე კომპანიის წარმომადგენელს, რომ ნიუ იორკში შეხვედრა აქვთ კახა ბენდუქიძესთან და ხომ არ შემოუერთდებოდა? შემდეგ ეს ვიღაცა წერს ეფშტეინს კახა ბენდუქიძის ვიზიტის შესახებ. მაშინ ქართული რეფორმები ბიზნესწრეებში პოპულარული იყო და არცაა გასაკვირი, რომ ბენდუქიძესთან შეხვედრა მათთვის საინტერესო ყოფილიყო.
მყვირალა ქოცმედია კი კონტექსტიდან ამივარდნილად აცხადებს, რომ სააკაშვილი და ბენდუქიძე ეფშტეინის სიაში არიან.
ეფშტეინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პრიმიტიულად ინტერპრეტირება და მისი უკრიტიკოდ ტირაჟირება ხელს უწყობს “ოცნების” ხელისუფლებას თავისი ანტიდასავლური კამპანიის გაღრმავებაში.
სიმართლე არასოდეს ჩანს მხოლოდ ერთი რაკურსით. როცა მოვლენას ერთი კუთხიდან ვაფასებთ, სურათის დიდ ნაწილს ვფარავთ და რეალობას ვამახინჯებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved