4 ოქტომბრის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება გდდ-ს თანამშრომელმა, იოსებ როსტიაშვილმა მისცა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მოწმის სახით მიყვანილი სპეცრაზმელი ირწმუნებოდა, რომ აქციის მონაწილეები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ჰკითხა, თუ რაში გამოიხატებოდა შეურაცხმყოფა, რაზეც მოწმემ მიუთითა, რომ აქციის მონაწილეები მათ მხარეს გადასვლას სთხოვდნენ:
იოსებ როსტიაშვილს კითხვები დაუსვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც:
სპეცრაზმელი:
–(აქციის მონაწილეები) გვეუბნებოდნენ, გადმოდით ჩვენ მხარესო. რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენ ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფაა…
ბექა ბასილაია:
–არ ვიცი იღებდით თუ არა ხალხის დასახიჩრებაში, წამებაში მონაწილეობას, ამბობთ შეურაცხყოფააა, რასაც ხალხი გვეუბნებოდაო?
მოსამართლე:
–მოხსნილიაა ეს კითხვა.
ბასილაია:
–ცოტა ხნის წინ გინტური მოკლეს, ოთხოზორიაა სეპარატისტებმა მოკლეს. ამ 5 წლის მანძილზე რა გააკეთეთ ნამდვილი მტრების წიანაღმდეგ?
სპეცრაზმელი:
–მორალს ნუ გვიკითხავთ აქ…
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.














კომენტარები