პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერის, მათ შორის ენერგეტიკული დახმარების თვალსაზრისით ლიდერია. ჩვენ ვაფასებთ ამ სოლიდარობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.














კომენტარები