• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
16:50 02-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 192 593 ლარით 750-მდე მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდას დაეხმარა „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ პროფესიული მხარდაჭერით. შედეგად, ასობით ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და წარმატებით აგრძელებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: უმაღლესი და პროფესიული განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

14 წლის განმავლობაში „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:

  • •361-მა ბენეფიციარმა მიიღო პროფესიული განათლება;
  • •73-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება;
  • •235-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთან და ადგილობრივ ოსტატთან;
  • •748 ბენეფიციარმა მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება.

დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 70%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული.

„ფონდი ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ ინიცირებით ჩატარდა სოციალური ადვოკატობის კამპანია ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში, რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის გაძლიერება. რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად ფართოვდება.

დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ბინის ქირით უზრუნველყოფას და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხის გამოყოფას.

„ფონდი ნატახტარის“ 2025 წლის ანგარიში ასე გამოიყურება:

2025 წელს „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგად, მომსახურება მიიღო 30-მა ახალგაზრდამ. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის ბენეფიციართა 66% დასაქმებულია, კერძოდ, მათგან 10 სტაბილურად მუშაობს, 1 სტუდენტია და ნახევარ განაკვეთზეა დასაქმებული, 3 პერიოდულად მუშაობს მომსახურების სფეროში, 5 არასტაბილურად არის დასაქმებული, 1 გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც აგრძელებს სწავლას და მუშაობას; 12-მა ახალგაზრდამ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით სტიპენდია მიიღო. პროექტის ყველა მონაწილეს უტარდებოდა ფსიქოკონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული კონსულტირება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის განმავლობაში თანამშრომლობა შედგა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან: „ცხოვრების შანსი“,„World Vision Georgia“ (კრიზისული ცენტრი) და „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“.

 

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია.

 

თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, სტიპენდია, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved